Tuesday, December 9, 2008

ფიქრები საქართველოზე

რაც არ უნდა იყოს და მიანც მიყვარს ეგ უბედური. ასე ძალიან რომ მიყვარდა აქ რომ ჩამოვედი მერე გავაცნობიერე. ახლა საქართველოს სიყვარულში, არ ვგულისხმობ აეროპორტიდან გამოსულები, თურქების დაგებულ ასფალტს რომ ჩაეკონებიან და საქართველოს მიწა რომ გონიათ. ან კიდევ ყანწები და ზოგადად ასეთი ზესირული კლიშეები.

საქართველო და მისი სიყვარული ჩემითვის არის: ჩემი ოჯახი (მშობლები, ძმები, ბიძები, ბიძაშვილები, ბებიები, ბაბუები), ჩემი ძმაკაცები (ლაჟვარდა, ენდრიუ დებილი :), ტატო, ბექა და ა.შ.), ჩემი სოფელი – ყველაზე მაგარი სოფელი მთელს ჰერეთში (ღამის ბირჟები, ქორწილში ჩხუბები, ჯოკრის თამაში, ყოველ მეორე–მესამე დღეს ქეიფი და ა.შ. ჰო და ვეფხო – ფენომენალური პიროვნება), მოკლედ საქართველო ჩემთვის ისაა რასაც ერქვა ჩემი ცხოვრება და გარემო. ნუ თავისთავად იქ პატრიოტიზმიც და გაბრწყინებული ივერიის იდეაც ფიგურირებს შიგა და შიგ, მაგრამ საერთო ჯამში ასეა.

აქ სანამ ჩამოვიდოდი გამოღწევაზე ვიყავი მაქედან, მერე რო ჩამოვედი, პირველ პერიოდში, სულ არ ვფიქრობდი მანდ ჩამოსვლაზე. სადღაც ექვსი თვის მერე ძალიან მომეძალა ნოსტალგია, თან ომი დაემთხვა მაგ დროს და კინაღამ დეპრესია ავიკიდე, მაგრამ დავძლიე ეგეც. ახლა კი, ამ ეტაპზე, ბოლო 2 თვეა სულ იმას ვფიქრობ, რომ როცა სწავლას დავიწყებ მერე ჩამოვალ და მანდ რაღაცას გავაკეთებ – უფრო მეტად იდეალისტი გავხდი აქ და თან პატრიოტული გრძნობებიც მერევა :) ერთი ჩინელი იყო ჩემთან ერთად ატლანტაში, ერთხელ მკითხა: "სწავლას რომ მორჩებიო, არ აპირებ დაბრუნებასო?" მაშინ ვუპასუხე არა მეთქი. ძალიან გაუკვირდა, მეო უნდა დავბრუნდეო და ჩემს ქვეყანას ვემსახუროო. მაშინ კომუნისტურ პროპაგანდას დავაბრალე ეგ ამბავი, ახლა მეც მაგ ჭკუაზე ვარ.

თუმცა ხშირად ვფიქრობ, როცა აქაც "ავიწყობ" ცხოვრებას, მერე თუ ვიფიქრებ მაგაზე? ცხოვრების აწყობაში ვგულისხმობ – სამსახურს ჩემი მომავალი პროფესიით, მეგობრებს და ა.შ. ჰოდა მიჭირს ამაზე ფიქრი, რაღაც ისეთი პონტია, თითქოს ძველ ცხოვრებას თმობ – ყველაფერს რასაც შენთვის ღირებულება ქონდა და იწყებ ახალს – ახალი ღირებულებებით.
ძნელია.

ისე აქაურო სოციუმში ჯერ ვერ მოვახერხე ინტეგრაცია, ნუ ეს იმის ბრალია, რომ ხალხთან ურთიერთობა არ მიწევს ხშირად. ნუ მე არ მევასება, ბარებში და კლუბებში სიარული, სწავლითაც ეს ბოლო პერიოდი ისეთ ადგილას ვსწავლობდი რომ ნაკლებად იყო შესაძლებელი იქ ხალხთან ურთიერთობა, ძირითადად Lab working–ი იყო. ჰოდა აი იანვრიდან ვიწყებ კოლეჯში სიარულს და მერე ვნახოთ. გავა ერთი ორი წელი და საინტერესოა მერეც თუ ამ ჭკუაზე ვიქნები.

ხანდახან ვფიქრობ რომ ძალიან მოკლეა ეს ცხოვრება იმისათვის, რომ ყველაფერი გამოცადო და ნახო. ვერ გაექცევი შენს ცხოვრებას და რაღაც პასუხისმგებლობებს. ერთხელ ოცნებაში წავედი, ნათლიაჩემმა მომიყვა ერთი კუნძულის შესახებ კარიბის ზღვაში. ჰოდა ვიფიქრე დავადებ თავს და წავალ იქ, ერთ სათევზაო ნავს ვიყიდი და ერთ პატარა კოტეჯსმეთქი, სულ რაღაც 1000$ ჯდება ეს სიამოვნება. ვიქნები იქ ერთი–ორი წელი და მერე კიდე რამეს ვიზავ მეთქი, მარა მერე გამახსენდა – ოჯახი, მეგობრები და ა.შ. და გამოიტყდა ყველაფრის დაკიდება. ჩემს თავს ყოველთვის ვახასიათებ როგორც ძლიერ პიროვენბას, ჰოდა ძლიერ პიროვნებას უნდა შეეძლოს ალბათ ალტრუისტული და არაეგოისტური გადაწვეტილებების მიღება, ზოგად კეთილდღეობას შესწიროს თავისი პირადი ინტერესები.

კარგი იქნებოდა ადამიანები 300–400 წელს რომ ცოცხლობდნენ. ყველა თუ არა მე და ის ხალხი მაინც, ვინც მიყვარს...

2 comments:

Anonymous said...

აუუ :(


ნეტა მე როგორ ვიქნები მანდ რომ ცამოვალ ? :(

Kate said...

მე მაგიტომ არ ვგიჟდები სხვა ქვეყნებზე....
კი, მინდა გერმანიაში სასწავლებლად, მაგრამ ვიცი საქართველოში ჩამოვალ და გავაგრძელებ საქმეს.