Sunday, November 30, 2008

არის თუ არა სპაიდერმენი სატანიკოსი?

ყველასათვის ცნობილია, როგორ ცდილობს დღეს აშშ, ანუ მთავარა სატანიკოსური ქვეყანა, მსოფლიოს მოწამვლას. თავისი პროდუქციით, რომლის შტრიხკოდებზე მხეცის რიცხვებია გამოხატული, თავისი ფილმებით სადაც ძალადობის და სატანიკოსობის პროპაგანდაა, მუსიკით – სადაც სატანიკოსური ლოცვებია ტექსტებად გამოყენებული და ა.შ.
ყველასათვი ცნობილია ისიც რომ აშშ–ს მიზანში ყავს ამოღებული საქართველო და მაინც და მაინც ამ ედემის ბაღს ეპოტინება.

მასიურად შემოიყარა საქართველოში ჰარი პოტერიკოსების და მსგავსი მარაზმული სატანიკოსურობები. მათ შორის არის სპაიდერ–მენი. და მე აღმოვაჩინე რომ სპაიდერმენი ნამდვილად სატანიკოსია! დიაღ! დიაღ! აი იხილით სურათი – სადაც ის თავის ობობის ქსელს უშვებს მაჯიდან – ნახეთ როგორ აქვს თითები მოხრილი? – სატანიკოსურ– როკისტულად.

კაროჩე ბევრი რომ არ გავატრაკო, დღეს საქართველოში და არა მარტო იქ – ნუ ზოგადად ქართველებში ბევრი ფიქრობს ასე – ნუ მთლად ასეთი სიტყვებით და გრამატიკული წყობით არა, ზოგიერთი შედარებით მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან და იციან რომ სატანიზმია და არა სატანიკოსობა. ნუ თბილისში რომ შეგხვდეს ასეთი ადამიანი გასაკვირი არაა, ქართულ ტელევიზიაშიც ჩანან ხშირად ასეთი ტიპები. მაგრამ ყველაზე მეტად გამიკვირდა როცა მსგავსი ტექსტით მოსაუბრე ადამიანი ვნახე აქ ნიუ–იორკში, 9 აგვისტოს, გაეროს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე (აი მაშინ რუსები რომ დაბომბვას იწყებდნენ), ტიპი იჯდა და მეტყველებდა ასე (მე დაწყებულზე მივუსწარი): „აბა ამ სატანიკოსებთან და მასონებთან უნდა ვიყოთ ალიანსში და ჩვენს ერთმორწმუნე მეზობელს ვემოებოდეთ?“
ავტომატურად ჩნდება კითხვა, რა უნდა ამ სუბიექტს მასონების და სატანიკოსების ქვეყანაში, თუ მას ის არ მოწონს და რატომ არაა ის ერთმორწმუნე რუსეთში? სამწუხაროდ ვერ ვკითხე, ან არ.

Thursday, November 27, 2008

მადლიერების დღე – Thanksgiving Day

მადლიერების დღე არის დღესასწაული რომლის დროსაც მოსავლიანობისათვის უხდიან ბუნებას მადლობას, ასევე ზოგადად მადლიერების გამოხატვის დღეა, ნებისმიერი ადამიანის ან თუნდაც სხვა არსების მიმართ. ეს დღე აღინიშნება კანადაში და აშშ–ში, სხვა და სხვა დროს. კანადაში – ყოველი ოქტომბრის, მეორე ორშაბათს. აშშ–ში – ყველი ნოემბრის, მეოთხე ხუთშაბათს (წელს იყო 27 ნოემბერი).

ამ დღესასწაულის გაჩენასთან დაკავშირებით სხვა და სხვა ვერსიებია. ერთი მოგვითხრობს „პილიგრიმების“ (რომლებიც “Mayflower”–ით ჩამოვიდნენ ახალ მიწაზე) და ადგილობრივი ტომების შეხვდერაზე და დამეგობრებაზე. თუმცა ბევრი ადამიანი ამბობს რომ ეს მითია და მოგონილია იმისთვის, რომ ამერიკელებმა თავიანთი ბრალი გადაფარონ ინდიელებთან მიმართებაში. მეორე ვერსია არის ფრანგ ემიგრანტებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ ფლორიდაში 1564 წლის ივნისსში, დასახლდნენ აქ და კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარეს ადგილობრივ ტომებთან. ასევე არის სხვა ვერსია რომლის მიხედვითაც პირველი „მადლიერების დღე“ აღინიშნა 1565 წლის 8 სექტემბერს, როდესაც ერთმანეთს ესპანელი მოგზაურები და ტიმუკუას ტომის ინდიელები შეხვდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ ამ ხალხმა თვითონ არ იცის რას აღნიშნავს და რატომ, მეც დიდად არ შემიწუხებია თავი ამაზე ინფოს მოძიებით, საბოლოოდ რომ დაადგენენ მერე გავიგებთ მაინც. რაც არ უნდა იყოს ძალიან ლამაზი დღესასწაულია და ყველას მაგრად უყვარს.




„მეისის“ აღლუმი – Macy’s Thanksgiving Day parade

დღეს იყო დიდი აღლუმი, „მეისის“ აღლუმი რომელიც 1924 წლიდან ტარდება, ყოველ „მადლიერების დღეს.“ პირველად ეს აღლუმი „,მეისის“ თანამჩრომლებმა ჩაატარეს რომლებიც პირველი თაობის ემიგრანტები იყვნენ და თავიანთი, ახალი, ამერიკული ცხოვრების აღსანიშნავად გადაწყვიტეს აღლუმის ჩატარება. აქედან ჩაეყარა საფუძველი ამ დიდ ტრადიციას. 1927 წლიდან აღლუმში იყენებენ დიდ ბუშტებს, რომლებსაც ანიმაციური ფილმების გმირების ფორმები აქვს. პირველი ბუშტი რომელიც გამოიყენეს იყო „კატა ფელიქსის“ ფორმის. წელს გამოყენებული იქნა: სპილო ჰორტონი, ბაზ ლაითიარ ( Lightyear და არა ბაზ შუქურა (lighter) როგორც ეს ბევრს გონია smile.gif)))) ) და სმარფი (Smurf).


აღლუმის მარშუტი თავიდან 6–ნახევარ მილს მოიცავდა, იწყებოდა 145–ე ქუჩიდან (ჰარლემი) და მთავრდებოდა „ჰერალდ სქუერთან.“ ახლანდელი მარშუტი არის 2–ნახევარი მილი, მარშუტის შეკვეცეს 1945 წელს მას შემდეგ რაც ტელეკომპანია NBC–მ დაიწყო აღლუმის ტრანსლიაცია. ახლა ის იწყება 77–ე ქუჩისა და ცენტრალური პარკის კუთხეში და გრძელდება 34–ე ქუჩამდე.
აღლუმში მონაწილეობენ სხვა და სხვა სკოლების ორკესტრები, ცნობილი მომღერლები, ბროდვეის შოუები.
აღლუმი იწყება დილის 9 საათზე და მთავრდება შუადღის 12–ზე.



მე სახლში ვუყურე პირდაპირ ტრანსლიაციას, რა საკვირველია კარგი იქნებოდა, რომ დავსწრებოდი, მაგრამ კარგი ადგილების დაკავება თუ გინდა დილის შვიდის ნახევარზე უნდა წახვიდე იქ და ისიც თუ გაგიმართლებს წინა რიგებში შეიძლება მოხვდე – განსაკუთებით 34–ე ქუჩაზე (მეშვიდე და მეექვსე ავენიუების შორის) სადაც აღლუმის მონაწილეები ჩერდებიან და წარმოდგენებს მართავენ.





ინდაური

მადლიერების დღის სურფრაზე ტრადიციულად უნდა იდოს შემწვარი ინდაური. ამის გამო „მადლიერების დღეს“ ხანდახან „ინდაურის დღესაც“ უწოდებენ. სტატისტიკური მონაცემებით, 2003 წელს, აშშ–ში, 269 მილიონი ინდაური იქნა გაზრდილი, აქედან 1/6 დაკლული იქნა „მადლიერების დღისათვის.“







მადლიერების დღე ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში


ნუ სიმართლე რომ ვთქვა ბევრი არაფერი ვიცი :) ჩემთვის პირადად ერთი ჩვეულებრივი დღეა, კიდევ ერთი საბაბი საქეიფოდ და დასალევად :) აქაურებისთვის კი ვიცი რომ ერთ–ერთი საყვარელი და მნიშვნელოვანი ოჯახური დღესასწაულია, სადღესასწაულო სადილითა და ტრადიციული ინდაურით, ერთმანეთის მიმართ მადლიერების გამოხატვით. მეორე დღეს კი (პარასკევს ანუ) ოფიციალურად იხსნება საშობაო სეზონი საყიდლებზე და ყველა შოპინგზე მიდის – ეს რაღაც ტრადიციასავითაა :) შავ პრასკევს უძახიან ამ დღეს, იმიტომ რომ მეორე ადგილზეა საშოფინგოთ გასული ხალხის რაოდენობით (პირველზე შობის წინა დღე დგას :) )



გილოცავთ „მადლიერების დღეს“ და მადლობას გიხდით ამ წერილის წაკითვისთვის.

Wednesday, November 26, 2008

მე და ნიუ–იორკი

ნიუ–იორკი ძაან მაგარი ქალაქია. ჩემი აზრით ის სულაც ცოცხალი ორგანიზმია. სასწაული ენერგიის და აურის მატარებელი. მსოფლიოს ყველა კულტურა ერთადაა ამ ქალაქში თავმოყრილი. ერთი სიტყვით თუ დაახასიათებ ამ ქალაქს – საგიჟეთი. საოცრად მაღალი ტემპია – ყველაფერში: ქუჩაში სიარული, ლაპარაკი, მუშაობა, სწავლა. ძაან მაგარი ტიპია NY, პირველივე დღეს ისევე ვიგრძენი აქ თავი როგორც საკუთარ სახლში, მიუხედავად იმისა რომ თბილისი საკმაოდ ნელი ტემპის ქალაქია, თანაც მეც მაგარი გაზარმაცებული ვიყავი აქ რომ ჩამოვედი, ეგრევე ფეხი ავუბი აქაურობას და ერთხელ ჩემს მეგობარს ვუთხარი: "მიმიღო ამ ქალაქმა და დამიძმაკაცამეთქი."


ძალიან მიყვარს მანჰეტენი, ნუ თავისი სასწაული არქიტექტურით – განსაკუთებით შორიდან რომ უყურებ ამ კუნძულს, მაშინ ასწორებს. ყოველთვის როცა ქვინსიდან მანჰეტენისკენ მივდივარ ხოლმე, როგორც კი ცათამბრჯენები გამოჩნდება ეგრევე ვესალმები: "Hello boys!" – მართლა ეგრე ვაკეთებ, ზედმეტი სენტიმენტალური სირობების გარეშე :)))

ძაან მიყვარს ქუჩაში სიარულისას ათასგვარი სუნი რომ ტრიალებს, სხვა და სხვა რესტონრის სამზარეულოდან გამოსული არომატები ერთმანეთში რომ ირევა, სასწაული შეგრძნებაა რა :)
კაროჩე სამი რამეა რასაც ვერ ვიტან ამ ქალაქში – მეტრო (ყოველდღე მიწევს ამ ტრანსპორტით სარგებლობა, საშინლად ხმაურიანია და მობინძურო), ტრაფიკი და პარკინგის პრობლემა (როცა ოჯახის წევრის ან მეგობრის მანქანით ვარ ხოლმე, საშინლად მოქმედებს ეს ორი რამე ნერვებზე – განსაკუთებით მანჰეტენზე. მანჰეტენზე წასვლა და სიამოვნება თუ გინდა უნდა წახვიდე მეტროთი და მერე იქ იმოძრავო ფეხით).

ძაან მაგრად მევასება NY პიცა – თხელი ნაჭრები და ბევრი ყველი ზედ, ასეთ პიცას მარტო ნიუ–იორკში აკეთებენ – თან ასწორებს პატარა ზაბიგალოვკა პიცერიებში შესვლა, სხვა ეშხი აქვს ვაბშე. ასევე პატარა ზაბიგალოვკის ტიპის ჩინური რესტორნები, სასწაული რამეა :))

მოკლედ ერთმანეთში აღრეული კულტურა – თავიდან მაგრად ვბრაზდებოდი ლათინოსებზე და სხვა ჯურის ხალხზე, ვფირქობდი რას დაამსგავსეს აქაურობამეთქი, მერე ერთ ჩემს მეგობარს გამოვუტყდი ამაში – თავიდან ცოტა გაუკვირდა რა პონტში ბაზრობო ეგრეო, მერე გაახსენდა რომ უცხოელი ვიყავი და ამიხსნა, რომ ამერიკის ეშხი სწორედ ისაა რომ ამ ერთ ქვეყანაშია თავმოყრილი ყველანაირი მენტალიტეტის, კულტურის და ჯიშის ხალხი. ჰოდა მერე მეც ნელ–ნელა დავუმუღამე ამას და ძაან კაი ვეშია მოკლედ აქ ცხოვრება.
თან ხალხია ძალიან კარგი – ზოგადად ამერიკელები – აი შედარებისთვის ფრანგებს მოვიყვან, ჩემი მეგობარია ერთი საფრანგეთში სწავლობს, ჰოდა ძალიან ხშირად ეიაზვებიან აქცენტის და სხვა მენტალიტეტის ქონის გამო ადგილობრივები. აქ ვაბშე არაა ეგეთი რამე – შენი აქცენტიც მაგრად კიდიათ, რაც უფრო შორი და უცნობი ქვეყნიდან ხარ მით უფრო აინტერესებთ შენთან ურთიერთობა, ძალიან თბილი ხალხია და რავი. ისე ბევრისგან გამიგონია, ცუდი და ცივი ხალხია ნიუ–იორკშიო. რა ვიცი, მე აგერ 1 წელი შესრულდება რაც აქ ვარ და მსგავსი არაფერი მიგრძვნია, თან ახალი როცა ხარ მაშინ უფრო ადვილია ეგეთი რამეების შემჩნევა. ღიმილის, აი ემ სორის და სენქ იუ–ს მეტი არაფერი გამიგია ამ ხალხისგან.

მოკლედ ნიუ–იორკ ძმაო, მიყვარხარ და მევასები.

Radiohead - კონცერტი ატლანტაში

კაროჩე ატლანტა არის ყველაზე საშინელი ქალაქი დედამიწის ზურგზე :) ნუ მე მაგრად არ დამევასა, ძაან მოუხერხებელი ქალაქია და ფაქტიურად სოფელია :) ჰოდა მომიწია ამ ქალაქში ჩასვლა ჩემდა უნებურად, მაგრამ კიდევ კარგი რომ მომიწია. :)
ერთ დღესაც როცა ვიჯექი კომპიუტერთან და ვოცნებობდი ნიუ–იოკრზე, შევედი თიქეთმასტერს.კომ–ზე, ვიფიქრე ვნახავ რა ხდება ამ სირ ქალაქში მეთქი და დავსერჩე ევენთები. ჩემდა გასაოცრად პირველივე რაც ამოხტა სიაში, იყო რადიოჰედის კონცერტი – 8 მაისს. არც ვაციე, არც ვაცხელე და ეგრევე დავურეკე ბიძაჩემს, რომელიც კონტინენტის მეორე ბოლოში ცხოვრობს (კალიფორნიაში), კაროჩე რამე მიშველე ბილეთი მიყიდე მეთქი, ეს ჯგუფი ჩემთვის რაღაც სასწაულია და არიქა გადამარჩინე მეთქი. ამანაც კაიო, შენო დაიმსახურეო ჰოდაო გაგიჩითავ ბილეთებსო. კაროჩე ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გამიჩითა – (პროსტა ის ტეხავს რომ ბექსთეიჯ საშვი გაიმაზა :( და ტომკას ვერ შევხვდი პირადად, არადა ტექსტი უკვე მომზადებული მქონდა რა უნდა მებაზარა: "I am your fan Mr. York, not because you are star or celebrity or smth like that. I am your fan, because you and your band are an artists and you people make this world a better place. – ჰა ხოა მამა ტექსტი? :) (თარგმანში: მე თქვენი დიდი ფანი ვარ მისტერ იორკ – ოღონდ იმიტომ კი არა რომ თქვენ ცნობლი ადამიანი ხართ, ვარსკვლავი და ა.შ. არამედ იმიტომ რომ თქვენ და თქვენი ჯგუფი ხელოვანები ხართ და თქვენ ამ სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევთ.).

ამ კონცერტის გამო ნიუ–იორკში გამგზავრება ზუსტად 2 კვირით გადავდე :) 8 მაისს კონცერტი იყო და 9–ში დილას მივფრინავდი ნიუ–იორკში. კაროჩე აწყობილი მქონდა ცხოვრება.
როგოც იქნა მომივიდა ბილეთები, ორი ბილეთი იყო და ამიტომ ვფირქობდი ვინ დამეპატიჟებინა, კაროჩე ბევრი რომ არ ვატრაკო, ბოლოს ჩემი კოლუმბიელი მეგობარი რაფაელი დავპატიჟე, რომელიც ფაქტიურად გამოსირდა როცა ბილეთი უფასოდ გადავეცი და სამჯერ გამიმეორა შეკითხვა: "დარწმუნებული ხარ რომ ფული არ გინდაო?" – ნუ 80$ მამენტ კაი მაყუთია (ასე ღირდა ბილეთი), მაგრამ ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილზე, პახოდუ ვიფიქრე კოლუმბიელებში დივიდენდებს დავიწერთქო, ვსმისლე კოლუმბიაში მაინც ეცოდინებათ რომ ქართველები კაი ტიპები ვართ :)


ჰო რაც შეეხება კონცერტს – მივედი ადრე, ნუ ლაივზე პირველად ვიყავი და არ ვიცოდი რომ კონცერტამდე ე.წ. საფორთ გრუპები გამოდიოდნენ, რომლებმაც ფაქტიურად ტვინი მოხნეს საათნახევრის განმავლობაში, მერე დაახლოებით ნახევარი საათი მოუნდნენ აპარატურის დამონტაჟებას სანამ ჰედები გამოვიდოდნენ. აი რა მაგარ ადგილას ვიჯექი :)


ყველაზე მაგარი შეგრძნება იყო როცა ჩაქვრა შუქები, ეს იმის მანიშნებელი იყო რომ სცენაზე ტომკა და ბანდა გამოვიდოდნენ – ჰოდა აი ძააან მაგარი შეგრძნებაა როცა იცი, რომ ოცნების ასრულებამდე სულ რამდენიმე წამია დარჩენილი. სასწაული ენერგია მოდის, თან ყველაფერს ისიც ემატება რომ პირველი ლაივი იყო ეს ჩემთვის (ნუ თუ იუმორინას არ ჩავთვლით, სადაც ბებიაჩემი დამათრევდა ხოლმე ბავშვობაში).

გამოვიდა ბანდა და დაიწყო სიყვარული. ეს ეფექტები, არ ვიცი რა დავარქვა, აი ის ჯოხები რომაა ჩამოშვერილი, იქ მიდიოდა მაგარი ეფექტები, სასწაული რამე იყო. უკან კიდე დიდი ეკრანი იყო, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის მოქმედება ჩანდა. რამდენიმე მინი–კამერია იყო მიმართული მათზე, სხვა და სხვა კუთხეებიდან და რაკურსიდან. ეს თავისმხრივ ძალიან მაგარ ეფექტს აძლევდა კონცერტს, მოკლედ რაღაც სასწაული სანახაობა იყო.
ყველაზე მაგარი იყო ფოტო აპარატი რომ დამიჯდა – იმიტომ რომ დავისვენე პროსტა რა :) ნუ მანამდე ვერ ვჩერდებოდი სულ ვიღებდი სურათებს და ნორმალურად ვერ ვუყურებდი კონცერტს, ჰოდა ძაან გამიხარდა რომ დაჯდა :) ჩავიდე ჯიბეში კამერა და დავიწე მეც სიმღერა და როკვა :D

ერთი მომეტი იყო ვიღაც სირიკო ამერიკელმა ნერვები მომიშალა, ეს ჩემისები მიჩვეულები არიან ამ კაი–კაი კონცერტებს (ნუ ატლანტაში როგორც მერე გავარკვიე ძაან მაგარი ჯგუფები ჩადიან ხოლმე), ჰოდა ნუ ტიპი ალბათ მეათეჯერ იყო ჰედების კონცერტზე და სირზე ეკიდა რა, დადის ეს ჩემისა აქეთ–იქით, ხან სიგარეტზე გავა, ხან პივაზე, ხან ბურგერზე. ერთხელაც გავიდა და რომ დაბრუნდა არ ჩამომიდგა წინ ტო!? უკან იყურებოდა და ვიღაცას ეძებდა, ჰოდა მეც უცებ სადამსჯელო ოპერაცია ჩავუტარე – ჩავუფურთხე პივაში.

ვაგრძელებ კონცერტზე.
ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა ხოლმე სხვა და სხვა ლაივებს რომ ვუსმენდი და იქ პუბლიკის გუგუნი რომ ისმოდა, როცა ისინი ჯგუფთან ერთად მღეროდნენ. აი ესაა სასწაული შეგრძნება რა – ძაააან მაგარი ენერგია მოდის, შენი ხმა იკარგება დარბაზში, უერთდება ასეულობით სხვა ხმას, ამავე დროს ამ ასეულობით გაერთიანებული ხმის, რაღაც ნაწილი უკან გიპრუნდება ბრონქებში და გიღუტუნებს. კაროჩე სასწაული რამეა რა.