Sunday, December 28, 2008

ვისერინე :)

კაროჩე დღეს ავდექი და რაზეც ვოცნებობდი ხოლმე თბილიში ყოფნისას ის გავაკეთე.
დილას ავდექი, ჩავიცვი, გავირჭე ჩემი აიფადი ყურებში და გავაჭერი კუნძულზე. ამოვედი ვესტსაიდში, 35 ქუჩაზე – მაგარი ხმაურიანი დღე იყო, ნუ მამენტ ყოველთვის ეგრეა იქა. ძააან ბევრი ხალხი მოძრაობდა და ფაქტიურად უნდა ირბინო ქუჩაში, რომ ვინმე უკნიდან არ დაგეჯახოს – ძაან სწრაფი ტემპია. კაროჩე ბოლომდე ავუწიე მუსიკას და დავაწექი, ისე უმიზნოდ და დანიშნულების ადგილის გარეშე ვიბოდიალე კაი ორი საათი ვესთ საიდიდან – ისთსაიდში, მერე უკან და მერე ისევ ისთსაიდში. ბრაინტ პარკშიც შევიარე – ყველაზე მაგარი პარკია ნიუ–იორკში ჩემი ჰაზრით. რაღაც ძაან მყუდროა თითქოს და თან ცოცხალი, თან ძაან მაგარი ხედი იშლება – ნუ ხედი რა, ოთხივე მხირდან შემოფარგლულია ნიუ–იორკული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებით :) 20–იანი წლების არქიტექტურა + უფრო ახალი და მოკლედ ძაან მაგარია. ჰო ნუ მანჰეტენზე ტურისტების დიდი ნაკადია ყოველთვის და ტვინი მეტყვნება ხოლმე, მაგრამ მაინც კაი იყო. გარეშე ხმაური ვაბშე დავახშე მუსიკის სასუალებით და ძაან ამაღლებულ განწყობაზე ვიარე ასე წრეზე – რასაც ქვია Enjoyed the moment. აი ეგ იყო რა :)
კაროჩე ძაან მაგარი ვეშია. ჰო ნუ თაიმ სქვერზე მომიწია სამჯერ გავლა :) პროსტა ეგ ადგილი რაღაც სასწაულია რა, აი მანდ რომ გაივლი ეგრევე მიხვდები, რომ ეს ქალაქი არაა, ესაა ცოცხალი ორგანიზმი.

Wednesday, December 24, 2008

მინდა ბევრი რამის დაწერა, მაგრამ...

ბევრი რამის დაწერა მინდა, ძალიან ბევრის. ამ ბოლო დღეებში ემოციურად ძალიან დატვირთული ვიყავი და გადმონთხევა მინდა, მაგრამ მაინც ვერ ვშვები. რაღაც ინტიმურია მაინც ეს ყველაფერი და გადმოლაგება მიჭირს. გინება, წუწუნი, ოცნება ყველაფერი მინდა დავწერო, მაგრამ ვერა :(

Wednesday, December 17, 2008

პიცის შეხარბება

ბევრი წუწუნებს თავის ბლოგზე, თბილისში უგემური პიცა კეთდებაო. ჰოდა ძაან ცუდი მერე :)) აი ნიუ–იორკში მაგარი პიცა ცხვება. ნუ NY პიცა ვაბშე სხვა ფენომენია და ამერიკაში სხვაგან არ აკეთებენ ამისთანას. თხელი ცომი, დიდი ნაჭრები, ბევრი ყველი – ჰოდა ძაან მაგარი ვეშია :) მე პირადად რეგულარი და ჩიკენ პიცა მევასება.

ჰოდა აგერ იმ დღეს, გივიას შევხდი – ეგ ბიჭი ვაბშე დებილია, 2 საათით ჩამოვიდა პენსილავნიიდან, პიცა ვჭამეთ და წავიდა ისევ უკან. შევედით ჰერალდ სკვერის წინ რაღაც პიცერიაში და ვითოხლავეთ, ვიჭორავეთ და დავიშალეთ.

Sunday, December 14, 2008

ჩერითი – ესენი კიდე მეუბნებიან გაგოიმებენო

კაროჩე ვინმე რომ ფულს მთხოვს ხოლმე, რაღაცის დასახმარებლად უარს ვერ ვეუბნები :)
აი მაგალითად ქუჩაში დგანან ზანგები, წინ უდევს ბოჩკა და გაჰკივის ბოლო ხმაზე, დაეხმარეთ წერა–კითხის უცოდინარე ბავშვებს. მე რომ ჩავუვლი, მაინც და მაინც მე მაჩერებს დამეუბნება: "ღმერთმა დაგლოცოს სერ! დაეხმარე ბავშვებს!" მა დროს მთელი ქუჩა მე მიყურებს და იძულებული ვარ მივცე ფული :) ფაქტიურად ძარცვაა.

ამასწინებზე, ლაბში ვზივარ, შემოდის ვიღაც ზანგი ნაშა და მოყვებე ერთი თეთრი ნაშა. მოდიან და კაროჩეო გერლ–სკაუტების სასტავიდან ვართო, ჰოდაო შოკოლადებს ვყიდითო, ძალიან გთხოვთ იყიდეო. ნუ მეც ვიყიდე – ოღონდ ნუ მერე მოგიტანთო რა, იქითა ორშაბათსო, მომცეს შოკოლადის კატალოგი და ამოვარჩიე – ნუშიანი შოკოლადები. გადავიცადე 9$ და გავუშვი. აი როგორც თქვენ არ გინახავთ ის შოკოლადი ისე არ მინახავს მეც :D

ჰო ნუ მეტროში, რომ დადიან და რეჩებს არტყავენ მსოფლიოს გადარჩენაზე ეგეც მაგარი პონტია. მანდაც გავაგდე ერთი–ორი დოლარი.

გუშინ მივდიოდი მანჰეტენზე და შემოვიდა ჩემს ვაგონში მასტი და არისგებს აი ამ კარტაჩკებს:
უკანა მახარე:

ჰოდა მეც ვიყიდე.

ყველა მეუბნება რომ გოიმი ხარო. მარა რავი აბა...
ჰო მერე გამახსენდა რომ საქართელოში არც თუ ისე ხშირად ვეხმარებოდი მათხოვრებს, მარა მათხოვრობას აქვს ეროვნება? თანაც საქართველოში მეთვითონ ვიყავი ლამის მათხოვარ, სიგარეტის ფული არ მქონდა ხოლმე :D

აი ასე.

Tuesday, December 9, 2008

ფიქრები საქართველოზე

რაც არ უნდა იყოს და მიანც მიყვარს ეგ უბედური. ასე ძალიან რომ მიყვარდა აქ რომ ჩამოვედი მერე გავაცნობიერე. ახლა საქართველოს სიყვარულში, არ ვგულისხმობ აეროპორტიდან გამოსულები, თურქების დაგებულ ასფალტს რომ ჩაეკონებიან და საქართველოს მიწა რომ გონიათ. ან კიდევ ყანწები და ზოგადად ასეთი ზესირული კლიშეები.

საქართველო და მისი სიყვარული ჩემითვის არის: ჩემი ოჯახი (მშობლები, ძმები, ბიძები, ბიძაშვილები, ბებიები, ბაბუები), ჩემი ძმაკაცები (ლაჟვარდა, ენდრიუ დებილი :), ტატო, ბექა და ა.შ.), ჩემი სოფელი – ყველაზე მაგარი სოფელი მთელს ჰერეთში (ღამის ბირჟები, ქორწილში ჩხუბები, ჯოკრის თამაში, ყოველ მეორე–მესამე დღეს ქეიფი და ა.შ. ჰო და ვეფხო – ფენომენალური პიროვნება), მოკლედ საქართველო ჩემთვის ისაა რასაც ერქვა ჩემი ცხოვრება და გარემო. ნუ თავისთავად იქ პატრიოტიზმიც და გაბრწყინებული ივერიის იდეაც ფიგურირებს შიგა და შიგ, მაგრამ საერთო ჯამში ასეა.

აქ სანამ ჩამოვიდოდი გამოღწევაზე ვიყავი მაქედან, მერე რო ჩამოვედი, პირველ პერიოდში, სულ არ ვფიქრობდი მანდ ჩამოსვლაზე. სადღაც ექვსი თვის მერე ძალიან მომეძალა ნოსტალგია, თან ომი დაემთხვა მაგ დროს და კინაღამ დეპრესია ავიკიდე, მაგრამ დავძლიე ეგეც. ახლა კი, ამ ეტაპზე, ბოლო 2 თვეა სულ იმას ვფიქრობ, რომ როცა სწავლას დავიწყებ მერე ჩამოვალ და მანდ რაღაცას გავაკეთებ – უფრო მეტად იდეალისტი გავხდი აქ და თან პატრიოტული გრძნობებიც მერევა :) ერთი ჩინელი იყო ჩემთან ერთად ატლანტაში, ერთხელ მკითხა: "სწავლას რომ მორჩებიო, არ აპირებ დაბრუნებასო?" მაშინ ვუპასუხე არა მეთქი. ძალიან გაუკვირდა, მეო უნდა დავბრუნდეო და ჩემს ქვეყანას ვემსახუროო. მაშინ კომუნისტურ პროპაგანდას დავაბრალე ეგ ამბავი, ახლა მეც მაგ ჭკუაზე ვარ.

თუმცა ხშირად ვფიქრობ, როცა აქაც "ავიწყობ" ცხოვრებას, მერე თუ ვიფიქრებ მაგაზე? ცხოვრების აწყობაში ვგულისხმობ – სამსახურს ჩემი მომავალი პროფესიით, მეგობრებს და ა.შ. ჰოდა მიჭირს ამაზე ფიქრი, რაღაც ისეთი პონტია, თითქოს ძველ ცხოვრებას თმობ – ყველაფერს რასაც შენთვის ღირებულება ქონდა და იწყებ ახალს – ახალი ღირებულებებით.
ძნელია.

ისე აქაურო სოციუმში ჯერ ვერ მოვახერხე ინტეგრაცია, ნუ ეს იმის ბრალია, რომ ხალხთან ურთიერთობა არ მიწევს ხშირად. ნუ მე არ მევასება, ბარებში და კლუბებში სიარული, სწავლითაც ეს ბოლო პერიოდი ისეთ ადგილას ვსწავლობდი რომ ნაკლებად იყო შესაძლებელი იქ ხალხთან ურთიერთობა, ძირითადად Lab working–ი იყო. ჰოდა აი იანვრიდან ვიწყებ კოლეჯში სიარულს და მერე ვნახოთ. გავა ერთი ორი წელი და საინტერესოა მერეც თუ ამ ჭკუაზე ვიქნები.

ხანდახან ვფიქრობ რომ ძალიან მოკლეა ეს ცხოვრება იმისათვის, რომ ყველაფერი გამოცადო და ნახო. ვერ გაექცევი შენს ცხოვრებას და რაღაც პასუხისმგებლობებს. ერთხელ ოცნებაში წავედი, ნათლიაჩემმა მომიყვა ერთი კუნძულის შესახებ კარიბის ზღვაში. ჰოდა ვიფიქრე დავადებ თავს და წავალ იქ, ერთ სათევზაო ნავს ვიყიდი და ერთ პატარა კოტეჯსმეთქი, სულ რაღაც 1000$ ჯდება ეს სიამოვნება. ვიქნები იქ ერთი–ორი წელი და მერე კიდე რამეს ვიზავ მეთქი, მარა მერე გამახსენდა – ოჯახი, მეგობრები და ა.შ. და გამოიტყდა ყველაფრის დაკიდება. ჩემს თავს ყოველთვის ვახასიათებ როგორც ძლიერ პიროვენბას, ჰოდა ძლიერ პიროვნებას უნდა შეეძლოს ალბათ ალტრუისტული და არაეგოისტური გადაწვეტილებების მიღება, ზოგად კეთილდღეობას შესწიროს თავისი პირადი ინტერესები.

კარგი იქნებოდა ადამიანები 300–400 წელს რომ ცოცხლობდნენ. ყველა თუ არა მე და ის ხალხი მაინც, ვინც მიყვარს...

Sunday, December 7, 2008

ნაძვის ხე დავდგით, X-mas დვიჟენიები მიდის :)

ჰოდა ჩემი პირველი ამერიკული ნაძვისხეც გაიჩითა :) დღეს დილას ვიყიდეთ 8 ფუტიანი, 65$ მივეცით და დავდგით. ყუთები რომ გავხსენი სათამაშოების მუცელში პეპლები გაეძრნენ :D (butterflies in the stomach :D ) ძაან ლამაზი და საკაიფო ვეშები გაეძრო. – კაროჩე ეგეთ რამეებს რომ ვხედავ ხოლმე, ვეჩნად ჩემი ბავშვობა მახსენდება :) უშუქობა, უგაზობა, უწყლობა, ძალიან ცოტა და ძველი სათამაოები (ვის ქონდა მაშინ მაგის ყიდვის ან საშუალება ან დრო >.< ). ჰოდა ავიღე ეს სათამაშეობი და "დავხუნძლე" ნაძვისხე, ბოლოს რომ შემვედე მაგარი *ლეობა გამოვიდა მამენტ, ნუ ძააან მიყრილი ქონდა ყველაფერი :) არადა ამერიკული ნაძვისხეები სხვანაირად ირთვება მამენტ, მე ისინი მევასება მარტო წითელი სათამაშოები რომ კიდია, მაგრამ მაინც მივაყარე ყველაფერი. (მერე სურათს დავდებ :D

ჰო გუშინ პირველი თოვლი იყო ნიუ–იოკრში :) თან ისე მოვიდა შეუჩნევლად, სანამ კინოს ვუყრე, სადღაც საათნახევარი ანუ მანამდე დადო უკვე. დილას უკვე ატალახებული იყო, მარა მაინც გაასწორა.

ჰო ქალაქიც მორთულია, ნუ ეგ ჯერ კიდევს ჰელოვინის მერე მორთეს. ერთი კვირის წინ კიდე მაგარი პონტი გავაძრე, ქუჩებში გამოკიდებულ რადიოებში (აი სუსურუკუს დროს მუშტაიდში რომ ეკიდა, ეგეთები), ჰოდა მიდის შიგ საახალწლო–საშობაო სიმღერები.

მე კიდე ეს ორი დღეა Alvin and the Chipmunks-ზე ჩავიციკლე :D ჰოდა მაგის საუნდრეკს ვარიალებ :)

აჰა ვისაც უნდა გადმოწეროს :) http://rapidshare.com/files/90932254/Alvin_And_The_Chipmunks.Ena.rar (Password: www.fusik.ru).

Thursday, December 4, 2008

გიჟები მეტროში

კაროჩე ყველა გიჟი და გადარეული ხო მე უნდა გადამეყაროს, თან მეტროში.

ნუ ჯერ იყო და ამ მექსიკელებმა მომიტ*ნეს ტვინი, მაინც და მაინც ჩემს ვაგონში შემოდიოდნენ ყველთვის და იქ მათხოვრობდნენ... მუსიკის თანხლებით. თან აია აიაიაიაიაააააა რო ჩაახვევს, ვერც ყურებში გარჭობილი iPod–ი ფარავს.

ერთხელ კიდე, ზაფხულში, ვზივარ ჩემთვის "E თრეინში," მივდივარ მანჰეტენზე – "ქოლდფლეის" კონცერტზე, უცებ ვიღაც სამი ზანგი გოგო დგება და იწყებენ რაღაც R&B სტილის სიმღერას და აეეეეე, მიდის თუხ–თუხი. მე თავისთავად ცხადია ძააან მეკიდა ეგ ამბავი მარა ნუ, ბლიად... რაღა მაინც და მაინც ჩემს ვაგონში?

ჰოდა აი დღესაც, სადღაც 2 საათის წინ, ისევ "E თრეინში," ჭკუაზე არ ვარ, გარჭობილი მაქვს "ნაუშნიკები" – ბოლო ხმაზე მაქვს ჩართული "Infected Mushroom" და კაროჩე ცხოვრება მიხარია რა. ამ დროს ვიღაც მქაჩავს კურტკაზე – ნუ ეს ძაან მოულოდნელი პონტია რა, იმიტომ რომ ეგეთი რაღაც მიუღებელია აქ (ნუ ყველგან მგონი, ხზ), ჰოდა ვხედავ ვიღაც ზანგი თინეიჯერი მეპატიჟება გვერდით – აი აქ დადექიო რა და გამამწესა ვაგონის კარებთან, კუთხეში. ჩართო მაგინიტოფონი და თავის პარტნიორთან ერთად შეუბერა ცეკვა. ნუ მე ისევ მეკიდა, რა საკვირველია, მაგრამ საკაიფო საყურებელიც იყო მამენტ – რაღაც სირული ტრიუკები გააკეთეს და ჩემი გაჩერებაც მოვიდა.


ჰო უი, ერთი გამახსენდა კიდე – ვზივარ ავტობუსში რა, ზაფხულია. ამოდის გძეტა 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც აცვია შემოტკეცილი მაიკა და შორტები – სპაიდერმენის :D აი ლურჯ და წითელ ფერებში – ზედ ობობის ქსელები რომ ახატია ეგეთი რა. სამართლიანობა მოითხოვს რომ აღინიშნოს, რომ აღნიშნული მამაკაცი ძააან შეწუხებული იყო თავისი სამოსის გამო :D მამენტ ვინ იცის – იქნება საყვარელთან შეუსწრეს და პირველი რაც მოხვდა ხელში ის ჩაიცვა :D

Wednesday, December 3, 2008

Karate Here, Karate there, Karate everywhere

კაროჩე პონტია ამ ქალაქში, რომ კარატეს წრეების და სკოლების სიმრავლე არ მოგხვდეს თვალში. ყველა ქუჩაზე, ყველა ბლოკში, კაკ მინიმუმ ერთი კარატის კლუბია. სადაც ძირითადად იყვანენ ბავშვებს. სადაც ასწავლიან დავდაცვას, ხელჩართულ ბრძოლას როგორც ხელოვნებას, გუნდურობას, მეგობრობას, დისციპლინას და ა.შ.

თუმცა ყველაზე მთავარი მშობლებისათვის არის უსაფრთხოება, ანუ ის რომ ბავშმა შესძლოს თავისდაცვა საჭირო მომენტში, ვთქვათ იგივე ძალადობისგან სკოლაში ან სათამაშო მოედანზე (ეზოში), სადა ე.წ. Bullies მრავლად არიან (ჩვენებურად ყოჩები და ძველი ბიჭები :) ), ძალადობა სკოლის ასაკში საკმაოდ ხშირია და ძალიან ბევრი ბავშვი ხდება ამის მსხვერპლი. ეს ნაწილობრივ სხვა და სხვა კულტურების აღრევამაც გამოიწვია, ზოგჯერ კი უბრალოდ ნორმალური მოვლენაა რომელიც ყველა მოზარდის ცხოვრებაშია. მაგალითად როცა ტელევიზიით კარატის რეკლამები მიდის, იქ ძირითადი აქცენტი იმაზეა როგორ ეშინიათ Bully–ებს მათი ვინც კარატეზე დადის. საბავშვო და თინეიჯერულ სერიალებსა თი ფილმებში ხშირადაა ამის პროპაგანდა.
ეს სპორტი ასევე კარგი გამოსავალია იმ ბავშვებისთვის რომლებიც პროფესიონალ სპორტსმენობაზე არ ოცნებობენ, მაგრამ უნდა რომ იყვნენ ძლიერები, ჯანმრთელები და ა.შ.

საქართველოშიც კარგი იქნებოდა რომ ბავშვებს ევლოთ, არა მარტო კარატეზე, არამედ ზოგადად სპორტზე. ისე მე მახსოვს სადღაც 10 წლის ვიყავი და 53–ე სკოლაში იყო კარატის წრე და იქ დავდიოდით მე და ჩემი ერთი ბავშვობის მეგობარი. იაპონურად თვლაც გვასწავლეს, "ატჟიმანიების" დროს ასე დაითვალეთო :) ასე იყო რაც მახსოვს: იჩ, ნი, სან, ჩი (თუ სი) და მერე ხზ. :) მახსოვს რომ დარბაზში ციოდა, ისევე როგორც ყველა სახლში საქართველოში. მერე ისიც მახსოვს რომ ვიღაც მხედრიონელებმა ჩვენი სენსეი გაძუყნეს (ჩვენ თვალწინ) იმის გამო, რომ მან ერთ–ერთის შვილი დასაჯა.

მაშასადამე კარატე გადაარჩენს საქართველოს.

Sunday, November 30, 2008

არის თუ არა სპაიდერმენი სატანიკოსი?

ყველასათვის ცნობილია, როგორ ცდილობს დღეს აშშ, ანუ მთავარა სატანიკოსური ქვეყანა, მსოფლიოს მოწამვლას. თავისი პროდუქციით, რომლის შტრიხკოდებზე მხეცის რიცხვებია გამოხატული, თავისი ფილმებით სადაც ძალადობის და სატანიკოსობის პროპაგანდაა, მუსიკით – სადაც სატანიკოსური ლოცვებია ტექსტებად გამოყენებული და ა.შ.
ყველასათვი ცნობილია ისიც რომ აშშ–ს მიზანში ყავს ამოღებული საქართველო და მაინც და მაინც ამ ედემის ბაღს ეპოტინება.

მასიურად შემოიყარა საქართველოში ჰარი პოტერიკოსების და მსგავსი მარაზმული სატანიკოსურობები. მათ შორის არის სპაიდერ–მენი. და მე აღმოვაჩინე რომ სპაიდერმენი ნამდვილად სატანიკოსია! დიაღ! დიაღ! აი იხილით სურათი – სადაც ის თავის ობობის ქსელს უშვებს მაჯიდან – ნახეთ როგორ აქვს თითები მოხრილი? – სატანიკოსურ– როკისტულად.

კაროჩე ბევრი რომ არ გავატრაკო, დღეს საქართველოში და არა მარტო იქ – ნუ ზოგადად ქართველებში ბევრი ფიქრობს ასე – ნუ მთლად ასეთი სიტყვებით და გრამატიკული წყობით არა, ზოგიერთი შედარებით მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან და იციან რომ სატანიზმია და არა სატანიკოსობა. ნუ თბილისში რომ შეგხვდეს ასეთი ადამიანი გასაკვირი არაა, ქართულ ტელევიზიაშიც ჩანან ხშირად ასეთი ტიპები. მაგრამ ყველაზე მეტად გამიკვირდა როცა მსგავსი ტექსტით მოსაუბრე ადამიანი ვნახე აქ ნიუ–იორკში, 9 აგვისტოს, გაეროს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე (აი მაშინ რუსები რომ დაბომბვას იწყებდნენ), ტიპი იჯდა და მეტყველებდა ასე (მე დაწყებულზე მივუსწარი): „აბა ამ სატანიკოსებთან და მასონებთან უნდა ვიყოთ ალიანსში და ჩვენს ერთმორწმუნე მეზობელს ვემოებოდეთ?“
ავტომატურად ჩნდება კითხვა, რა უნდა ამ სუბიექტს მასონების და სატანიკოსების ქვეყანაში, თუ მას ის არ მოწონს და რატომ არაა ის ერთმორწმუნე რუსეთში? სამწუხაროდ ვერ ვკითხე, ან არ.

Thursday, November 27, 2008

მადლიერების დღე – Thanksgiving Day

მადლიერების დღე არის დღესასწაული რომლის დროსაც მოსავლიანობისათვის უხდიან ბუნებას მადლობას, ასევე ზოგადად მადლიერების გამოხატვის დღეა, ნებისმიერი ადამიანის ან თუნდაც სხვა არსების მიმართ. ეს დღე აღინიშნება კანადაში და აშშ–ში, სხვა და სხვა დროს. კანადაში – ყოველი ოქტომბრის, მეორე ორშაბათს. აშშ–ში – ყველი ნოემბრის, მეოთხე ხუთშაბათს (წელს იყო 27 ნოემბერი).

ამ დღესასწაულის გაჩენასთან დაკავშირებით სხვა და სხვა ვერსიებია. ერთი მოგვითხრობს „პილიგრიმების“ (რომლებიც “Mayflower”–ით ჩამოვიდნენ ახალ მიწაზე) და ადგილობრივი ტომების შეხვდერაზე და დამეგობრებაზე. თუმცა ბევრი ადამიანი ამბობს რომ ეს მითია და მოგონილია იმისთვის, რომ ამერიკელებმა თავიანთი ბრალი გადაფარონ ინდიელებთან მიმართებაში. მეორე ვერსია არის ფრანგ ემიგრანტებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ ფლორიდაში 1564 წლის ივნისსში, დასახლდნენ აქ და კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარეს ადგილობრივ ტომებთან. ასევე არის სხვა ვერსია რომლის მიხედვითაც პირველი „მადლიერების დღე“ აღინიშნა 1565 წლის 8 სექტემბერს, როდესაც ერთმანეთს ესპანელი მოგზაურები და ტიმუკუას ტომის ინდიელები შეხვდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ ამ ხალხმა თვითონ არ იცის რას აღნიშნავს და რატომ, მეც დიდად არ შემიწუხებია თავი ამაზე ინფოს მოძიებით, საბოლოოდ რომ დაადგენენ მერე გავიგებთ მაინც. რაც არ უნდა იყოს ძალიან ლამაზი დღესასწაულია და ყველას მაგრად უყვარს.




„მეისის“ აღლუმი – Macy’s Thanksgiving Day parade

დღეს იყო დიდი აღლუმი, „მეისის“ აღლუმი რომელიც 1924 წლიდან ტარდება, ყოველ „მადლიერების დღეს.“ პირველად ეს აღლუმი „,მეისის“ თანამჩრომლებმა ჩაატარეს რომლებიც პირველი თაობის ემიგრანტები იყვნენ და თავიანთი, ახალი, ამერიკული ცხოვრების აღსანიშნავად გადაწყვიტეს აღლუმის ჩატარება. აქედან ჩაეყარა საფუძველი ამ დიდ ტრადიციას. 1927 წლიდან აღლუმში იყენებენ დიდ ბუშტებს, რომლებსაც ანიმაციური ფილმების გმირების ფორმები აქვს. პირველი ბუშტი რომელიც გამოიყენეს იყო „კატა ფელიქსის“ ფორმის. წელს გამოყენებული იქნა: სპილო ჰორტონი, ბაზ ლაითიარ ( Lightyear და არა ბაზ შუქურა (lighter) როგორც ეს ბევრს გონია smile.gif)))) ) და სმარფი (Smurf).


აღლუმის მარშუტი თავიდან 6–ნახევარ მილს მოიცავდა, იწყებოდა 145–ე ქუჩიდან (ჰარლემი) და მთავრდებოდა „ჰერალდ სქუერთან.“ ახლანდელი მარშუტი არის 2–ნახევარი მილი, მარშუტის შეკვეცეს 1945 წელს მას შემდეგ რაც ტელეკომპანია NBC–მ დაიწყო აღლუმის ტრანსლიაცია. ახლა ის იწყება 77–ე ქუჩისა და ცენტრალური პარკის კუთხეში და გრძელდება 34–ე ქუჩამდე.
აღლუმში მონაწილეობენ სხვა და სხვა სკოლების ორკესტრები, ცნობილი მომღერლები, ბროდვეის შოუები.
აღლუმი იწყება დილის 9 საათზე და მთავრდება შუადღის 12–ზე.



მე სახლში ვუყურე პირდაპირ ტრანსლიაციას, რა საკვირველია კარგი იქნებოდა, რომ დავსწრებოდი, მაგრამ კარგი ადგილების დაკავება თუ გინდა დილის შვიდის ნახევარზე უნდა წახვიდე იქ და ისიც თუ გაგიმართლებს წინა რიგებში შეიძლება მოხვდე – განსაკუთებით 34–ე ქუჩაზე (მეშვიდე და მეექვსე ავენიუების შორის) სადაც აღლუმის მონაწილეები ჩერდებიან და წარმოდგენებს მართავენ.





ინდაური

მადლიერების დღის სურფრაზე ტრადიციულად უნდა იდოს შემწვარი ინდაური. ამის გამო „მადლიერების დღეს“ ხანდახან „ინდაურის დღესაც“ უწოდებენ. სტატისტიკური მონაცემებით, 2003 წელს, აშშ–ში, 269 მილიონი ინდაური იქნა გაზრდილი, აქედან 1/6 დაკლული იქნა „მადლიერების დღისათვის.“







მადლიერების დღე ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში


ნუ სიმართლე რომ ვთქვა ბევრი არაფერი ვიცი :) ჩემთვის პირადად ერთი ჩვეულებრივი დღეა, კიდევ ერთი საბაბი საქეიფოდ და დასალევად :) აქაურებისთვის კი ვიცი რომ ერთ–ერთი საყვარელი და მნიშვნელოვანი ოჯახური დღესასწაულია, სადღესასწაულო სადილითა და ტრადიციული ინდაურით, ერთმანეთის მიმართ მადლიერების გამოხატვით. მეორე დღეს კი (პარასკევს ანუ) ოფიციალურად იხსნება საშობაო სეზონი საყიდლებზე და ყველა შოპინგზე მიდის – ეს რაღაც ტრადიციასავითაა :) შავ პრასკევს უძახიან ამ დღეს, იმიტომ რომ მეორე ადგილზეა საშოფინგოთ გასული ხალხის რაოდენობით (პირველზე შობის წინა დღე დგას :) )



გილოცავთ „მადლიერების დღეს“ და მადლობას გიხდით ამ წერილის წაკითვისთვის.

Wednesday, November 26, 2008

მე და ნიუ–იორკი

ნიუ–იორკი ძაან მაგარი ქალაქია. ჩემი აზრით ის სულაც ცოცხალი ორგანიზმია. სასწაული ენერგიის და აურის მატარებელი. მსოფლიოს ყველა კულტურა ერთადაა ამ ქალაქში თავმოყრილი. ერთი სიტყვით თუ დაახასიათებ ამ ქალაქს – საგიჟეთი. საოცრად მაღალი ტემპია – ყველაფერში: ქუჩაში სიარული, ლაპარაკი, მუშაობა, სწავლა. ძაან მაგარი ტიპია NY, პირველივე დღეს ისევე ვიგრძენი აქ თავი როგორც საკუთარ სახლში, მიუხედავად იმისა რომ თბილისი საკმაოდ ნელი ტემპის ქალაქია, თანაც მეც მაგარი გაზარმაცებული ვიყავი აქ რომ ჩამოვედი, ეგრევე ფეხი ავუბი აქაურობას და ერთხელ ჩემს მეგობარს ვუთხარი: "მიმიღო ამ ქალაქმა და დამიძმაკაცამეთქი."


ძალიან მიყვარს მანჰეტენი, ნუ თავისი სასწაული არქიტექტურით – განსაკუთებით შორიდან რომ უყურებ ამ კუნძულს, მაშინ ასწორებს. ყოველთვის როცა ქვინსიდან მანჰეტენისკენ მივდივარ ხოლმე, როგორც კი ცათამბრჯენები გამოჩნდება ეგრევე ვესალმები: "Hello boys!" – მართლა ეგრე ვაკეთებ, ზედმეტი სენტიმენტალური სირობების გარეშე :)))

ძაან მიყვარს ქუჩაში სიარულისას ათასგვარი სუნი რომ ტრიალებს, სხვა და სხვა რესტონრის სამზარეულოდან გამოსული არომატები ერთმანეთში რომ ირევა, სასწაული შეგრძნებაა რა :)
კაროჩე სამი რამეა რასაც ვერ ვიტან ამ ქალაქში – მეტრო (ყოველდღე მიწევს ამ ტრანსპორტით სარგებლობა, საშინლად ხმაურიანია და მობინძურო), ტრაფიკი და პარკინგის პრობლემა (როცა ოჯახის წევრის ან მეგობრის მანქანით ვარ ხოლმე, საშინლად მოქმედებს ეს ორი რამე ნერვებზე – განსაკუთებით მანჰეტენზე. მანჰეტენზე წასვლა და სიამოვნება თუ გინდა უნდა წახვიდე მეტროთი და მერე იქ იმოძრავო ფეხით).

ძაან მაგრად მევასება NY პიცა – თხელი ნაჭრები და ბევრი ყველი ზედ, ასეთ პიცას მარტო ნიუ–იორკში აკეთებენ – თან ასწორებს პატარა ზაბიგალოვკა პიცერიებში შესვლა, სხვა ეშხი აქვს ვაბშე. ასევე პატარა ზაბიგალოვკის ტიპის ჩინური რესტორნები, სასწაული რამეა :))

მოკლედ ერთმანეთში აღრეული კულტურა – თავიდან მაგრად ვბრაზდებოდი ლათინოსებზე და სხვა ჯურის ხალხზე, ვფირქობდი რას დაამსგავსეს აქაურობამეთქი, მერე ერთ ჩემს მეგობარს გამოვუტყდი ამაში – თავიდან ცოტა გაუკვირდა რა პონტში ბაზრობო ეგრეო, მერე გაახსენდა რომ უცხოელი ვიყავი და ამიხსნა, რომ ამერიკის ეშხი სწორედ ისაა რომ ამ ერთ ქვეყანაშია თავმოყრილი ყველანაირი მენტალიტეტის, კულტურის და ჯიშის ხალხი. ჰოდა მერე მეც ნელ–ნელა დავუმუღამე ამას და ძაან კაი ვეშია მოკლედ აქ ცხოვრება.
თან ხალხია ძალიან კარგი – ზოგადად ამერიკელები – აი შედარებისთვის ფრანგებს მოვიყვან, ჩემი მეგობარია ერთი საფრანგეთში სწავლობს, ჰოდა ძალიან ხშირად ეიაზვებიან აქცენტის და სხვა მენტალიტეტის ქონის გამო ადგილობრივები. აქ ვაბშე არაა ეგეთი რამე – შენი აქცენტიც მაგრად კიდიათ, რაც უფრო შორი და უცნობი ქვეყნიდან ხარ მით უფრო აინტერესებთ შენთან ურთიერთობა, ძალიან თბილი ხალხია და რავი. ისე ბევრისგან გამიგონია, ცუდი და ცივი ხალხია ნიუ–იორკშიო. რა ვიცი, მე აგერ 1 წელი შესრულდება რაც აქ ვარ და მსგავსი არაფერი მიგრძვნია, თან ახალი როცა ხარ მაშინ უფრო ადვილია ეგეთი რამეების შემჩნევა. ღიმილის, აი ემ სორის და სენქ იუ–ს მეტი არაფერი გამიგია ამ ხალხისგან.

მოკლედ ნიუ–იორკ ძმაო, მიყვარხარ და მევასები.

Radiohead - კონცერტი ატლანტაში

კაროჩე ატლანტა არის ყველაზე საშინელი ქალაქი დედამიწის ზურგზე :) ნუ მე მაგრად არ დამევასა, ძაან მოუხერხებელი ქალაქია და ფაქტიურად სოფელია :) ჰოდა მომიწია ამ ქალაქში ჩასვლა ჩემდა უნებურად, მაგრამ კიდევ კარგი რომ მომიწია. :)
ერთ დღესაც როცა ვიჯექი კომპიუტერთან და ვოცნებობდი ნიუ–იოკრზე, შევედი თიქეთმასტერს.კომ–ზე, ვიფიქრე ვნახავ რა ხდება ამ სირ ქალაქში მეთქი და დავსერჩე ევენთები. ჩემდა გასაოცრად პირველივე რაც ამოხტა სიაში, იყო რადიოჰედის კონცერტი – 8 მაისს. არც ვაციე, არც ვაცხელე და ეგრევე დავურეკე ბიძაჩემს, რომელიც კონტინენტის მეორე ბოლოში ცხოვრობს (კალიფორნიაში), კაროჩე რამე მიშველე ბილეთი მიყიდე მეთქი, ეს ჯგუფი ჩემთვის რაღაც სასწაულია და არიქა გადამარჩინე მეთქი. ამანაც კაიო, შენო დაიმსახურეო ჰოდაო გაგიჩითავ ბილეთებსო. კაროჩე ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გამიჩითა – (პროსტა ის ტეხავს რომ ბექსთეიჯ საშვი გაიმაზა :( და ტომკას ვერ შევხვდი პირადად, არადა ტექსტი უკვე მომზადებული მქონდა რა უნდა მებაზარა: "I am your fan Mr. York, not because you are star or celebrity or smth like that. I am your fan, because you and your band are an artists and you people make this world a better place. – ჰა ხოა მამა ტექსტი? :) (თარგმანში: მე თქვენი დიდი ფანი ვარ მისტერ იორკ – ოღონდ იმიტომ კი არა რომ თქვენ ცნობლი ადამიანი ხართ, ვარსკვლავი და ა.შ. არამედ იმიტომ რომ თქვენ და თქვენი ჯგუფი ხელოვანები ხართ და თქვენ ამ სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევთ.).

ამ კონცერტის გამო ნიუ–იორკში გამგზავრება ზუსტად 2 კვირით გადავდე :) 8 მაისს კონცერტი იყო და 9–ში დილას მივფრინავდი ნიუ–იორკში. კაროჩე აწყობილი მქონდა ცხოვრება.
როგოც იქნა მომივიდა ბილეთები, ორი ბილეთი იყო და ამიტომ ვფირქობდი ვინ დამეპატიჟებინა, კაროჩე ბევრი რომ არ ვატრაკო, ბოლოს ჩემი კოლუმბიელი მეგობარი რაფაელი დავპატიჟე, რომელიც ფაქტიურად გამოსირდა როცა ბილეთი უფასოდ გადავეცი და სამჯერ გამიმეორა შეკითხვა: "დარწმუნებული ხარ რომ ფული არ გინდაო?" – ნუ 80$ მამენტ კაი მაყუთია (ასე ღირდა ბილეთი), მაგრამ ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილზე, პახოდუ ვიფიქრე კოლუმბიელებში დივიდენდებს დავიწერთქო, ვსმისლე კოლუმბიაში მაინც ეცოდინებათ რომ ქართველები კაი ტიპები ვართ :)


ჰო რაც შეეხება კონცერტს – მივედი ადრე, ნუ ლაივზე პირველად ვიყავი და არ ვიცოდი რომ კონცერტამდე ე.წ. საფორთ გრუპები გამოდიოდნენ, რომლებმაც ფაქტიურად ტვინი მოხნეს საათნახევრის განმავლობაში, მერე დაახლოებით ნახევარი საათი მოუნდნენ აპარატურის დამონტაჟებას სანამ ჰედები გამოვიდოდნენ. აი რა მაგარ ადგილას ვიჯექი :)


ყველაზე მაგარი შეგრძნება იყო როცა ჩაქვრა შუქები, ეს იმის მანიშნებელი იყო რომ სცენაზე ტომკა და ბანდა გამოვიდოდნენ – ჰოდა აი ძააან მაგარი შეგრძნებაა როცა იცი, რომ ოცნების ასრულებამდე სულ რამდენიმე წამია დარჩენილი. სასწაული ენერგია მოდის, თან ყველაფერს ისიც ემატება რომ პირველი ლაივი იყო ეს ჩემთვის (ნუ თუ იუმორინას არ ჩავთვლით, სადაც ბებიაჩემი დამათრევდა ხოლმე ბავშვობაში).

გამოვიდა ბანდა და დაიწყო სიყვარული. ეს ეფექტები, არ ვიცი რა დავარქვა, აი ის ჯოხები რომაა ჩამოშვერილი, იქ მიდიოდა მაგარი ეფექტები, სასწაული რამე იყო. უკან კიდე დიდი ეკრანი იყო, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის მოქმედება ჩანდა. რამდენიმე მინი–კამერია იყო მიმართული მათზე, სხვა და სხვა კუთხეებიდან და რაკურსიდან. ეს თავისმხრივ ძალიან მაგარ ეფექტს აძლევდა კონცერტს, მოკლედ რაღაც სასწაული სანახაობა იყო.
ყველაზე მაგარი იყო ფოტო აპარატი რომ დამიჯდა – იმიტომ რომ დავისვენე პროსტა რა :) ნუ მანამდე ვერ ვჩერდებოდი სულ ვიღებდი სურათებს და ნორმალურად ვერ ვუყურებდი კონცერტს, ჰოდა ძაან გამიხარდა რომ დაჯდა :) ჩავიდე ჯიბეში კამერა და დავიწე მეც სიმღერა და როკვა :D

ერთი მომეტი იყო ვიღაც სირიკო ამერიკელმა ნერვები მომიშალა, ეს ჩემისები მიჩვეულები არიან ამ კაი–კაი კონცერტებს (ნუ ატლანტაში როგორც მერე გავარკვიე ძაან მაგარი ჯგუფები ჩადიან ხოლმე), ჰოდა ნუ ტიპი ალბათ მეათეჯერ იყო ჰედების კონცერტზე და სირზე ეკიდა რა, დადის ეს ჩემისა აქეთ–იქით, ხან სიგარეტზე გავა, ხან პივაზე, ხან ბურგერზე. ერთხელაც გავიდა და რომ დაბრუნდა არ ჩამომიდგა წინ ტო!? უკან იყურებოდა და ვიღაცას ეძებდა, ჰოდა მეც უცებ სადამსჯელო ოპერაცია ჩავუტარე – ჩავუფურთხე პივაში.

ვაგრძელებ კონცერტზე.
ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა ხოლმე სხვა და სხვა ლაივებს რომ ვუსმენდი და იქ პუბლიკის გუგუნი რომ ისმოდა, როცა ისინი ჯგუფთან ერთად მღეროდნენ. აი ესაა სასწაული შეგრძნება რა – ძაააან მაგარი ენერგია მოდის, შენი ხმა იკარგება დარბაზში, უერთდება ასეულობით სხვა ხმას, ამავე დროს ამ ასეულობით გაერთიანებული ხმის, რაღაც ნაწილი უკან გიპრუნდება ბრონქებში და გიღუტუნებს. კაროჩე სასწაული რამეა რა.

Wednesday, April 9, 2008

Disney World: Magic Kingdom









ასე დაიწყო დღე დისნეი უორლდში, მონორელსიში პილოტის კაბინაში ჩავჯექით (ყველას შეუძლია იქ ჩაჯდომა, უბრალოდ რიგში მოგიწევთ დგომა 10 წუთი მაქსიმუმ) და წავედით მეჯიქ ქინდომისკენ.







პარკში მისვლის შემდეგ, გავუყევით მთავარ ქუჩას - Main street U.S.A. სადაც ყველ სამ
საათში დისნეის პერსონაჟების აღლუმი ეწყობა, ქუჩის ბოლოში კონკიას სასახლე დგას,
იქიდან კი სხვა და სხვა მხარეს მიდის ქუჩები და პარკის სხვა და სხვა ნაწილებში გადიხართ,
მეჯიქ ქინდომში ყველაფერი წრიულადაა და უბრალოდ უნდა მიყვეთ ატრაქციონებს რომლებიც გვერდიგვერდ არიან და ბოლოს არმოჩნდება რომ მთელი პარკი მოვლილი გაქვთ და 10 საათზე ფერივერკსაც უყურებთ და იასიამოვნებთ.

პარკის პივრელი ნაწილი საიდანაც ჩემი აზრით უნდა დაიწყოთ სეირნობა და გართობა არის - Advetureland, სადაც თავმოყრილია 5 ატრაქციონი - აქედან 4 საბავშვოა, ერთზე კი დიდებიც ისიამოვნებენ - Pirates of Caribbian, ასევე განტვირთვისთვის შეგიძლიათ Jungle Cruise-ზეც შეხვიდეთ, საკაიფო რამეა. სანამ ამ ატრაქციონებზე შეხვალთ მე გირჩევთ უცებ გავარდეთ Frontier Land-ში, ეს პარკის სხვა ნაწილია რომელიც ადვენჩერ ლენდის გვერდითაა და აიღოთ Fast pass-ი Splash mountain-ზე, შემდეგ დაბრუნდეთ ადვენჩერ ლენდში და გაერთოთ ცოტახნით, ამასობაში Fast pass-ის გამოყენების დროც მოვა და შემდეგ ატრაქციონზე, რომელიც ძალიან მაგარი რამეა, ფაქტიურად ურიგოდ შეხვალთ. ჰო ახლა ვაგრძელებ ადვენჩერ ლენდის შესახებ :D

Pirates of Caribbian - რიგში დგომა მოგიწევთ მაგრამ ღირს :) ძალიან საკაიფო სანახაობაა, მიდიხართ პატარა ნავით და შედიხართ კარიბულ ქალაქებში, ბოლოს კი ოკეანეში გადიხართ სადაც ბარობოსა და კაპიტან ჯექ სფეროუ ებრძვიან ერთმანეთს :)





ამის შედმეგ გადავდივართ FrontierLand-ში სადაც დიდების გასართობია :) Splash Mountain სადაც 30 მეტრიანი ჩამოსასრიალებელია, მაგარი წნევაა, სანამ იქამდე მიხვალთ მანამდე პატარა პატარა ჩამოსასრიალებლებია და მუცელში გიღიტინებთ, აი როცა დიდი დაღმართთან მიხვალთ და დაეშვებით სერიოზული გრზნობაა, მე პირადად გაღიმებული დავრჩი, არ ველოდი ასეთ წნევას. შემდეგი ატრაქციონი კი Thunder Mountain არის, რომელიც ძაააალინა მაგარი რამეა, პატარა მატარებელში ჯდებით და იწყებთ სწარაფად სვლას, ადიხართ ზემოთ და ეშვებით წრიულად. მოკლედ ძაან მაგარია.
აუცილებლად შედით Hunted Mansion-ში - აქ ბინადრობს 999 მოჩვენება, საშიში არაა (ნუ ჩემთვის მიანც), მაგრამ ძალიან საინტერესოა ჰოლოგრამული თუ ლაზერული თუ რაცაა ტექნოლოგია რომლითაც ეს ატრაქციონია გაკეთებული, შესანიშნავი რამეა :)
პარკის შემდეგი ნაწილი რომელში წასვლასაც მე გირჩევთ არის Tomorrowland - აქ რამდენიმე ატრაქციონია თუმცა ყველაზე დაჯდომა არ ღირს, თავიდანვე ჯობია Fast Pass-ის აღება Space mountain-ზე თუმცა ეს ჯობია დღის პირველ ნახევარფში გააკეთოთ, მოიაროთ დანარჩენი ატრაქციონები და ბოლოს აქ მოხვიდეთ - ძაააან მაგარი რამეა :D მაგრამ როგორც ყველა მაგარი ატრაქციონი ესეც ძალიან მოკლეა.
დღის ბოლოს კი აუცილებლად უნდა მიხვიდეთ მთავარ მოედანზე, სადაც კონკიას სასახლე დგას, იქ იმართება ფეირვერკების შესანიშნავი შოუ, ულამაზესი და დაუვიწყარი სანახაობა.


































Tuesday, April 8, 2008

Airboat ride & Aligators

დღეს ვიყავი ეარბოუთ რაიდზე, რომელიღაც ტბაზე, ორლანდოსთან ახლოს. მაგარი ვეშია! თავიდან ცოტა შემეშინდა, მოსახვევებში რომ ძაან გადაიხარა, ვიფიქრე ალიგატორების ლუკმა არ გავხდემეთქი, მაგრამ ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. მოკლედ ძაან მაგარი იყო. აი სურათებიც:




სანამ კაპიტანს ველოდებოდი
















მშიერი ალიგატორები მზეს ეფიცხებიან

















ეს კი თვითონ ეარბოუთი ოღონდ ეს მერე გადავიღე, როცა მეორე ჯგუფი წავიდა :)


Saturday, March 29, 2008

House Rocker Johnson & The Shadows
















გუშინ საღამოს გახლდით ბლუზ ბარში BlindWilliesBlues, სადაც ყოველ საღამოს ცოცხალი მუსიკა ჟღერს.

შესანიშნავი საღამო იყო, დასაწყისში სცენაზე ადგილობრივი ბლუზ ბენდი The Shadows ავიდა, შესანიშნავად დაუკრეს და იმღერეს.

ბას გიტარისტი ყველას მოგვესალმა და "გვიბრძანა" მეზობელ მაგიდასთან მჯდომ პირებს მივსალმებოდით, მე ჩემს მარცხნივ მჯდომ აფრო ამერიკელებს მივესალმე, მუშტები მივარტყით და საღამოც დაიწყო.

პირვალეად მოვისმინე ბლუზი ცოცხლად და ძალიან შათმბეჭდავი იყო.

ჯგუფი ნამდვილად შესანიშნავად უკრავდა, განსაკუთრებით გიტარისტი და ვოკალისტი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ჰარმონიკაზე და საქსაფონზე უკრავდა და თან მღეროდა.

დაახლოებით 30 წუთის შემდეგ სცენაზე მოიწვიეს, Luther "Houserocker" Johnson - რომელმაც შესანიშნავად დაუკრა და იმღერა, ყველაზე კარგი და საინტერესო კი ისაა რომ ჯგუფის წევრებიც და ჯონსონიც მაყურებლებთან უერთიერთობდნენ, რაც შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიდა.

მოკლედ კაი საღამო იყო, მაგრად ვისიამოვნე, კაი მუსიკა და კაი დასალევი (ჯინ ტონიკი ვხეთქე ერთი 6-7 ჭიქა :D )


ასეც მე და მისტერ ჰაუსროქერ ჯონსონი :D (უკან ჩემი ამერიკელი მასპინძელი :D )