Sunday, December 14, 2008

ჩერითი – ესენი კიდე მეუბნებიან გაგოიმებენო

კაროჩე ვინმე რომ ფულს მთხოვს ხოლმე, რაღაცის დასახმარებლად უარს ვერ ვეუბნები :)
აი მაგალითად ქუჩაში დგანან ზანგები, წინ უდევს ბოჩკა და გაჰკივის ბოლო ხმაზე, დაეხმარეთ წერა–კითხის უცოდინარე ბავშვებს. მე რომ ჩავუვლი, მაინც და მაინც მე მაჩერებს დამეუბნება: "ღმერთმა დაგლოცოს სერ! დაეხმარე ბავშვებს!" მა დროს მთელი ქუჩა მე მიყურებს და იძულებული ვარ მივცე ფული :) ფაქტიურად ძარცვაა.

ამასწინებზე, ლაბში ვზივარ, შემოდის ვიღაც ზანგი ნაშა და მოყვებე ერთი თეთრი ნაშა. მოდიან და კაროჩეო გერლ–სკაუტების სასტავიდან ვართო, ჰოდაო შოკოლადებს ვყიდითო, ძალიან გთხოვთ იყიდეო. ნუ მეც ვიყიდე – ოღონდ ნუ მერე მოგიტანთო რა, იქითა ორშაბათსო, მომცეს შოკოლადის კატალოგი და ამოვარჩიე – ნუშიანი შოკოლადები. გადავიცადე 9$ და გავუშვი. აი როგორც თქვენ არ გინახავთ ის შოკოლადი ისე არ მინახავს მეც :D

ჰო ნუ მეტროში, რომ დადიან და რეჩებს არტყავენ მსოფლიოს გადარჩენაზე ეგეც მაგარი პონტია. მანდაც გავაგდე ერთი–ორი დოლარი.

გუშინ მივდიოდი მანჰეტენზე და შემოვიდა ჩემს ვაგონში მასტი და არისგებს აი ამ კარტაჩკებს:
უკანა მახარე:

ჰოდა მეც ვიყიდე.

ყველა მეუბნება რომ გოიმი ხარო. მარა რავი აბა...
ჰო მერე გამახსენდა რომ საქართელოში არც თუ ისე ხშირად ვეხმარებოდი მათხოვრებს, მარა მათხოვრობას აქვს ეროვნება? თანაც საქართველოში მეთვითონ ვიყავი ლამის მათხოვარ, სიგარეტის ფული არ მქონდა ხოლმე :D

აი ასე.

5 comments:

Anonymous said...

რატოა მათხოვრობა რაღაცეებს თუ ყიდიან? :მო:

Saba said...

ara matxovroba araa, magram mtlad biznesic araa :D

Kate said...

აწი აღარ მისცე ფული...
მართლა გეუბნები...
აბა რა უბედურებაა ეს?!
მართლა გოიმდები.

Toma said...

ჰაჰააააააააააა. რათ გინდოდა ? :D :D :D

zepp said...

რეჩებს რაზე ღმერთზე და ეგეთებზე ხო? :დ

ხო ღმერთი ღმერთი ღმერთი და იესო და სიყვარული და მთელი ამბები აქვთ ხოლმე :დ

კიდე ერთხელ ვნახე მგონი 30 თეზე კაცი იდგა დიდი ხის ჯვრით ხელში ჯესუს ეწერა და იძახდა მოდით აქ ქრისტე მაგარიაო :დ