Sunday, December 28, 2008

ვისერინე :)

კაროჩე დღეს ავდექი და რაზეც ვოცნებობდი ხოლმე თბილიში ყოფნისას ის გავაკეთე.
დილას ავდექი, ჩავიცვი, გავირჭე ჩემი აიფადი ყურებში და გავაჭერი კუნძულზე. ამოვედი ვესტსაიდში, 35 ქუჩაზე – მაგარი ხმაურიანი დღე იყო, ნუ მამენტ ყოველთვის ეგრეა იქა. ძააან ბევრი ხალხი მოძრაობდა და ფაქტიურად უნდა ირბინო ქუჩაში, რომ ვინმე უკნიდან არ დაგეჯახოს – ძაან სწრაფი ტემპია. კაროჩე ბოლომდე ავუწიე მუსიკას და დავაწექი, ისე უმიზნოდ და დანიშნულების ადგილის გარეშე ვიბოდიალე კაი ორი საათი ვესთ საიდიდან – ისთსაიდში, მერე უკან და მერე ისევ ისთსაიდში. ბრაინტ პარკშიც შევიარე – ყველაზე მაგარი პარკია ნიუ–იორკში ჩემი ჰაზრით. რაღაც ძაან მყუდროა თითქოს და თან ცოცხალი, თან ძაან მაგარი ხედი იშლება – ნუ ხედი რა, ოთხივე მხირდან შემოფარგლულია ნიუ–იორკული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებით :) 20–იანი წლების არქიტექტურა + უფრო ახალი და მოკლედ ძაან მაგარია. ჰო ნუ მანჰეტენზე ტურისტების დიდი ნაკადია ყოველთვის და ტვინი მეტყვნება ხოლმე, მაგრამ მაინც კაი იყო. გარეშე ხმაური ვაბშე დავახშე მუსიკის სასუალებით და ძაან ამაღლებულ განწყობაზე ვიარე ასე წრეზე – რასაც ქვია Enjoyed the moment. აი ეგ იყო რა :)
კაროჩე ძაან მაგარი ვეშია. ჰო ნუ თაიმ სქვერზე მომიწია სამჯერ გავლა :) პროსტა ეგ ადგილი რაღაც სასწაულია რა, აი მანდ რომ გაივლი ეგრევე მიხვდები, რომ ეს ქალაქი არაა, ესაა ცოცხალი ორგანიზმი.

5 comments:

Unknown said...

ძაან მაგარია უმისამართოდ ბოდიალი, მე ვაკეთებ ხოლმე მასე/ დაჟე აქ, ამ დამპალ თბილისშvც ,ფეხები სადაც წამიყვანს იქ მივდივარ :D
უცხო ქალაქებში კიდე მაგაზე მაგარი რამე არ არის, ძალით ვიკარგებოდი ხოლმე, რომ მერე გზა მეპოვნა სახლისკენ ან რამე სტრატეგიული ობიექტისკენ, ტარგოვი ცენტრი მაგალითად ან მუზეუმი :D

Anonymous said...

წეღან მე და კოწიკა ვბჭობდით, გრინ კარტას რომ მოვიგებთ სად გვინდა ცხოვრება ნიუ–იორკში თუ ლოს–ანჯელესში და ერთხმად გადავწყვიტეთ ნიუ–იორკი.

კოტეს არგუმენტი – საბუნია ცხოვრობს მანდო :D
ჩემი არგუმენტი – ქერი ბრედშოუ ცხორვობს მანდ–მეთქი :D :D :D

Saba said...

OMG guys :)

ძაან მაგარი იქნება თუ მოიგებთ და ჩამოხვალთ.

და კოტე მიყვარს მაგ არგუმენტის გამო :) გადაეცი :)

რაც შეეხება LA–ს სლეობაა დამიჯერე :D

ჰმ ისე დავწერ მერე მაგაზე რატომაა სლეობა სხვა ქალაქები ნიუ–იორკთან შედარებით :D

Anonymous said...

ხო ხო დაწერე ეგეც. აუ შენი ბლოგი მიყვარს იმენა. რომ შემოვდივარ ამერიკული ოცნების გემო მიდგება პირში ეგრევე :D

ხოდა კოწიკამ - ვზაიმნაო :D

პ.ს. მეც მაგიტომ მინდა იასნად რომ შენ ცხოვრობ მანდ. პროსტა იმ არგუმეტების მოყვანის დროს მე ძალიან წავუოცნებე :D და კოტე როგორც ყოველთვის რეალისტია და პრაქტიკულად აზროვნებს :D

Saba said...

:D