Saturday, January 24, 2009

:P

ჰო, მაშასადამე რა ხდება.

ყველაფერი მიდის ძველებურად, კარგად და საკაიფოდ :)
დავდივარ ლექციებზე, ისევ ისეთი რეჟიმი მაქვს, ახლა სამეცადინო დაემაა მოშნად და მაგრად მეზარება მეცადინეობა, ვერ ვეგლიჯები ამ კომპიუტერს, ვზივარ და ვუყურებ სერიალებს და კინოებს. აი ახლა მაგალითად იმდენი მაქვს სამეცადინო რო არ ვიცი რა... მარა ვერ ვდგები :D

ჰო ხუთშაბათს CJ კლაბის პირველი შეხვედრა იყო და ბეჯის ჩამოსაკიდი მოვიგე :) ჰოდა კლუბის პრეზიდენტი მევასა ძალიან, კაი გოგოა. უფასო პიცა გვაჭამეს და ჩიფსები :D კაროჩე კაი იყო, კაი გოგოები და კაი თოხლი, all in one, გაზაფხულიდან ექსკურსიები დაიწყებაო, ყოველ ვიქენდზეო, პირველი იქნება ვაშინგტონში და თეთრ სახლში.

კიდე დავუმეგობრდი ხალხს და მოკლედ ძაან საკაიფოდაა ყველაფერი.
ერთი ფსიქოლოგგის ლექტორი ატრაკებს რა, ინდოელია წარმოშობით და აქცენტს უტყრავს ხანდახან ძაან ნერვების მომშლელად :D თან გადმოცემის უნარიც არ უვარგა და კაროჩე სლეობაა.
ჰო ახლა მალე რისერჩ ფეიფერების დაწერას დაგვავალებენ, ერთ კლასში უკვე მოგვცეს სავარაუდო თემების ჩამონათვალი და უნდა ავარჩიოთ. მაგარი სლეობაა ჩემთვის, არასოდეს დამიწერია ეს საკურსოს პონტში რაღაცა, თან ვაბშე სხვანაირი ფორმატია და ფორმატის დარღვევაზე ნიშანს აკლებენ :( ამის გამო რომ GPA დამივარდეს კიდევაც გადავირევი :P
ჰო მოკლედ ასეა ჯერ–ჯერობით :)

Monday, January 19, 2009

მაშასადამე

კაი ხანია არ დამიპოსტია :) თითქმის ორი კვირაა.

ნუ ეს შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ საინტერესო არაფერია, ან იმის რომ ძალიან დაკავებული ვარ. საშინელი რეჟიმი მაქვს, კოლეჯიდან 5–ზე 6–ზე მოვიდვარ, მერე 3–4 საათი ვმეცადინეობ ან დავსლეპროჭაობ და ასე 9–10–ზე ვიძინებ, მერე დილას 5–ზე ვდგები და ახალი წრე იწყება :)

ჰო ამასობაში ფორუმზე ნიკიც გავაუქმე, გამაბრაზეს :D და ნუ თან ჩემი რეჟიმიც ხელს მიწყობს იმაში, რომ აღარ შევიდე :) იმ ხალხთან ვისთანაც ურთიერთობა მინდა ქე მაქვს კონტაქტი ჩერეზ სკუპე და ფეისბუქი :)

მოკლედ აი ასეა ჯერ–ჯერობით რა :)

კოლეჯში კაი ამებებია, დავუმეგობრდი რამდენიმე ადამიანს. ჰო "Criminal Justice–ს" კლუბში გავწევრიანდი და ხუთშაბათს მაქვს პირველი შეხვედრა, ბოზი ვიყოო ნაშობა ჩითავს ამ კლუბში კინათღამ ჭკუიდან გადავედი :D
ნუ კაროჩე ძაან ბედნიერი ვარ :D დავდივარ და ვარ რა :)

Wednesday, January 7, 2009

პირველი დღე კოლეჯში :)

დღეს პირველი ლექცია მქონდა :) ანუ დღეიდან უკვე ნამდვილი Criminal Justice სტუდენტი ვარ :)

დილის 5:24–ზე ავდექი, ბიძაჩემს რომ გავყოლოდი, რომელიც იქვე ახლოს მუშაობს და ასე მანიაკივით გადის ხოლმე სახლიდან 6–6:30–ზე. მოკლედ სადღაც 6:45–ზე კოლეჯის წინ დამტოვა, ღამე იყო ჯერ კიდევ და წვიმდა, ყველაფერი დაკეტილი იყო და ბოდიალის მერე სადღაც ორი ბლოკის იქით კუთხეში ვიპოვე ესპანელების "სასაუზმე" :) შევბოდიალდი და 2 საათი ვწრუპე ერთი დიდი ყავა :D

ლეციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გადავედი კოლეჯის შენობაში, რომ აუდიტორიის ძებნაში არ დამაგვიანდესმეთქი. ჰოდა აი ამ ძებნისას გავიცანი ჩემი ჯგუფელი, კარიბის კუნზულებიდან (სანტა ლუსიადან) ნაიჯელ ნოელი :D მაგარი მასტია :) ვისაუბრეთ სანამ ლექცია დაიწყებოდა, საქართველოს შესახებ იცოდა, ნუ აგვისტოს მერე მემგონი აღდგომის კუნძულებზეც იციან საქართველოს შესახებ :D აღმოჩნდა რომ ნაიჯელი პოლიციელია, კვალიფიკაციის და ცოდნის ასამაღლებლად 2 წლიანი შვებულება აიღო სამსახურში და წამოვიდა აშშ–ში :) (ისე გრინკარტა თუ მოვიგე იქნება ზაფხულში თავი დავაპატიჟებინო კარიბიაში :D ).

რაც შეეხება ლექციას :) დღეს მქონდა Introduction to Criminal Justice, ლექტორი უილიამ კენონი – მანჰეტენის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერჟანტი, 24 წლიანი გამოცდილების მქონე, მაგარი კაცია – ეტყობა პროჭი არაა, სულ ხუმრობდა და იჯღანებოდა რაღაცებზე :) ნუ მოკლედ აგვიხსნა რას ვისწავლიდით ამ კლასში, ზოგადი ამბები მოგვიყვა სისხლის სამართლის შესახებ და დავიშალეთ.

ჩემი სქეჯუალის მიხედვით დღეს ერთი კლასი მქონდა, ამიტომ 11–ზე უკვე სახლში ვიყავი წამოსასვლელი, მაგრამ ავტობუსი იქიდან მაგრა სლეურად დადის :( 1:20–ზე გამოდის, ამიტომ სამი საათი ვიჯექი ბიბლიოთეკაში, კომპთან და ფორუმზე ვპოსტავდი :) დავიტანჯე ბლიად :(

კაროჩე კაი პონტი იყო, დამევასა. უი ჰო ერთი უცნაურობა დამემართა, რაც არასდროს მომსვლია აქამდე. კაროჩე ქენონმა წარადგინეთ თქვენი თავი კლასის წინაშეო, ოღონდ ფეხზე ადგომები და ეს ბულშიტები არ მინდაო, უცებ სახელი გვარი, საიდან ხარ და რა გინდაო :) ჰოდა ნუ მე ბოლო მომწია რიგში და რატომღაც უცებ ძალიან ავნერვიულდი და ამაკანკალა Oo – არადა პუბლიკის შიში არასოდეს მქონია და ეს "კლასს წარუდექი" პონტი მქონია აქამდე, ჰოდა ძალიან ვიკავებდი თავს, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ვნერვიულობდი, მაგრამ რაშია ახლა საქმე, შინაგანად არ ვნერვიულობდი რა და დაძაბული არ ვიყავი, აი თითქოს სხეული ნერვიულობდა მარტო, რავი რაზე მომივიდა ეგეთი რამ :(

ნუ საერთო ჯამში კარგი დღე იყო, დამღლელი, მაგრამ კარგი :) ძალიან მომწონს ეს სტუდენტობა :D :D :D

Thursday, January 1, 2009

2008 - მეც შევაჯამებ ბარემ :)

იანვარი:
ნუ როგორც ყოველთვის ლოთაობა :) თან საბუთების გროვება მქონდა გაჩაღებული იმიტომ, რომ დედანაქაჩმა კონსულმა მესამედ დამიბარა გასაუბრებაზე, დამატებითი საბუთების თანხლებით. აქ უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, თუ ახლაც არ ჩამირყტა და მაგის დედაც მოვტყან აღარ შევალ მეოთხედმეთქი, თავი უკვე ტრუმენ შოუში მეგონა ბლიად – ვერ ვაღწევდი საქართველოდან, არადა გამოქცევაზე ვიყავი, უკვე აღარ შემეძლო. 14–ში შევედი და ჩაარტყა :) ნუ მერე ის ორი კვირა ვილოთავე :) ბიცოლაჩემმა, ბიძაჩემმა და კიდე სხვა ნათესავებმა ფულები მაჩუქეს, იქ რომ წახვალ გამოგადგებაო, შეინახეო – ჰო ნუ იმ ფულიდან ვოლოს ვინსტონ ლაითი ვიყიდე, გზაში მოვწევ მეთი ვიფიქრე, დანარჩენი უკვე დახარჯული მქონდა, თბილისში ვისაც ვიცნობდი ყველასთან ერთად ვილოთავე მგონი :) ფორუმელებთან ერთადაც დავლიე ხინკლის სახლში, კაკრაზ დოკაკაც ჩამოსული იყო კიევიდან, დიდი ხანი არ მენახა და მაგრად გამისწორდა. ჰო იმ ღამეს კიდე მე, პოლსკი და კიდე ვიღაცა ფეხით წავედით სახლში, თოვდა მახსოვს და საჯაროსთან რომ ჩავუხვეით, იქ ბიბლიოთეკის კედელზე მიწერილი "nuci bozia"–ზე ნახევარი საათი ვიცინე მახსოვს :) მერე ჩავედი უბანში, ყვავილების წინ ბაღში, ახალი დამონტაჟებული ქონდატ ფანტანში რაღაც ქანდაკებები და ვიღაცას უკვე მოეპარა ერთი ნაწილი, მაგაზე ვიგინე დედის მუტელი და ევროპის და ნატოს ღირესბი რომ არ არიყვნენ არავინ ის შევახსენე :) აი ასე დამთავრდა იანვარი. იმ თვეში მაქსიმუმ 5–6 დღე ვიყავი ფხიზელი :)

თებერვალი: 5–ში გამოვფრინდი. მერე ვიხსენებდი ჩემი წამოსვლის სცენას და ერთი რამე გამახსენდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმაკაცები და ჩემი ოჯახის წევრები იდგნენ საზღვართან და ხელს მიქნევდნენ (ალბათ), მე უკანმოუხედავად გავედი ნეიტრალურ ზონაში, იმდენად მივილტვოდი აქედან გაქცევისკენ, რომ საერთოდ არ მინდოდა იქაურობის დანახვა.
ნიუ–იორკში რომ დავფრინდით, მაშინ დავრწმუნდი უკვე საბოლოოდ რომ ტრუმენ შოუში არ ვიყავი და მართლაც რეალური იყო ის სამყარო სადაც ვცხოვრობდი. 20 დღე გავატარე ნიუ–იორკში და მერე გადავფრინდი ატლანტაში.

მარტი: 3–ში დამეწყო სწავლა. ძაან ბევრი და კაი ხალხი გავიცანი. რამდენიმესთან დღესაც მაქვს კონტაქტი, ძაან მაგარი ხალხია :) ატლანტა არ დამევასა, ამიტომ ბევრს არაფერს დავწერ ამაზე :)

აპრილი: ბავშვობის ოცნება ამიხდა – დისნი ლენდში ვიყავი :)

მაისი: მეორე ოცნება ამიხდა – რადიოჰედის კონცერტზე ვიყავი :) ნიუ–იორკში დავბრუნდი, 9–ში გამოვფრინდი :)

ივნისი: პირველი ზაფხული აშშ–ში :) მაგრად ცხელოდა, განსაკუთრებით აქ, საშინელებაა ბლიად, სინესტეა და ვერ ისუნთქებ იმინა. ჰო მერე დეიდაჩემმა შემაზიზღა ზაფხული რა :) გაზონს მარყვევინებდა ყოველ საღამოს და იმინა ტვინი მეტყვნებოდა :) მომავალი ზაფხულისთვის ის ავტომატური მრწველები თუ რაცაა ის უნდა ვაყიდინო :)

ივლისი: რამდენჯერმე ვიყავით აფსთეითში :) "ქეთს ქილლ" არის ეგეთი რეზორტი და იქ ჩვენს მეგობრებს ტრაილერ პარკში უგდიათ ერთი ტრაილერი და იქ ვიყავით. დღისით კაი იყო, ღამით სლეობა – პროსტა ბევრნი ვიყავით და დასაძინებლად ძლივს ვეტეოდით. ჩავაბარე ტოიფელი და იმავე დღეს წავედით, ფორუმელი "ფორგოთენის" (ნინი) სანახავად შარლოტში, იმ დღეს პირველად ვნახე რეალში ფორუმელი დონ_ტერა, რომელთანაც კავშირი მქონდა ჩერეზ ინტერნეტი დაახლოებით 4 წელი.

აგვისტო: ნუ, საშინელი თვე იყო :( არ მინდა რა გახსენება. მანდ ვინც იყავით ისინი ხო საშინელ დღეში იყავით და აქედან კიდე ყველაფერი უფრო მძაფრად ჩანდა და უფრო ბევრი ემოცია იყო, როცა არ იცი ბლიად ცოცხალია ვინმე თუ მკვდარი, როცა არის შანსი რომ როცა შენ გძინავს აქ, იქ უკვე შენს ოჯახის წევრებს და მეგობრებს ხოცავდეს ვიღაც ნაბოზარი ვანია. კაროჩე აღარ მინდა რა ამაზე.

შემოდგომა: განსაკუთებული არაფერი :) ნუ ბოლოსკენ გავიგე რომ კოლეჯში ამიყვანეს და ძაან გამიხარდა.

დეკემბერი: ეს თვე ძირითადად კოლეჯის ამბებს შევალიე, საბუთების გაგზავნა, ორიენტაციის ტესტები და ათასი სლეობები.

აი ასე რა :) დანარჩენს მამენტ აქ ვწერდი ხოლმე : )))