Wednesday, January 7, 2009

პირველი დღე კოლეჯში :)

დღეს პირველი ლექცია მქონდა :) ანუ დღეიდან უკვე ნამდვილი Criminal Justice სტუდენტი ვარ :)

დილის 5:24–ზე ავდექი, ბიძაჩემს რომ გავყოლოდი, რომელიც იქვე ახლოს მუშაობს და ასე მანიაკივით გადის ხოლმე სახლიდან 6–6:30–ზე. მოკლედ სადღაც 6:45–ზე კოლეჯის წინ დამტოვა, ღამე იყო ჯერ კიდევ და წვიმდა, ყველაფერი დაკეტილი იყო და ბოდიალის მერე სადღაც ორი ბლოკის იქით კუთხეში ვიპოვე ესპანელების "სასაუზმე" :) შევბოდიალდი და 2 საათი ვწრუპე ერთი დიდი ყავა :D

ლეციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გადავედი კოლეჯის შენობაში, რომ აუდიტორიის ძებნაში არ დამაგვიანდესმეთქი. ჰოდა აი ამ ძებნისას გავიცანი ჩემი ჯგუფელი, კარიბის კუნზულებიდან (სანტა ლუსიადან) ნაიჯელ ნოელი :D მაგარი მასტია :) ვისაუბრეთ სანამ ლექცია დაიწყებოდა, საქართველოს შესახებ იცოდა, ნუ აგვისტოს მერე მემგონი აღდგომის კუნძულებზეც იციან საქართველოს შესახებ :D აღმოჩნდა რომ ნაიჯელი პოლიციელია, კვალიფიკაციის და ცოდნის ასამაღლებლად 2 წლიანი შვებულება აიღო სამსახურში და წამოვიდა აშშ–ში :) (ისე გრინკარტა თუ მოვიგე იქნება ზაფხულში თავი დავაპატიჟებინო კარიბიაში :D ).

რაც შეეხება ლექციას :) დღეს მქონდა Introduction to Criminal Justice, ლექტორი უილიამ კენონი – მანჰეტენის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერჟანტი, 24 წლიანი გამოცდილების მქონე, მაგარი კაცია – ეტყობა პროჭი არაა, სულ ხუმრობდა და იჯღანებოდა რაღაცებზე :) ნუ მოკლედ აგვიხსნა რას ვისწავლიდით ამ კლასში, ზოგადი ამბები მოგვიყვა სისხლის სამართლის შესახებ და დავიშალეთ.

ჩემი სქეჯუალის მიხედვით დღეს ერთი კლასი მქონდა, ამიტომ 11–ზე უკვე სახლში ვიყავი წამოსასვლელი, მაგრამ ავტობუსი იქიდან მაგრა სლეურად დადის :( 1:20–ზე გამოდის, ამიტომ სამი საათი ვიჯექი ბიბლიოთეკაში, კომპთან და ფორუმზე ვპოსტავდი :) დავიტანჯე ბლიად :(

კაროჩე კაი პონტი იყო, დამევასა. უი ჰო ერთი უცნაურობა დამემართა, რაც არასდროს მომსვლია აქამდე. კაროჩე ქენონმა წარადგინეთ თქვენი თავი კლასის წინაშეო, ოღონდ ფეხზე ადგომები და ეს ბულშიტები არ მინდაო, უცებ სახელი გვარი, საიდან ხარ და რა გინდაო :) ჰოდა ნუ მე ბოლო მომწია რიგში და რატომღაც უცებ ძალიან ავნერვიულდი და ამაკანკალა Oo – არადა პუბლიკის შიში არასოდეს მქონია და ეს "კლასს წარუდექი" პონტი მქონია აქამდე, ჰოდა ძალიან ვიკავებდი თავს, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ვნერვიულობდი, მაგრამ რაშია ახლა საქმე, შინაგანად არ ვნერვიულობდი რა და დაძაბული არ ვიყავი, აი თითქოს სხეული ნერვიულობდა მარტო, რავი რაზე მომივიდა ეგეთი რამ :(

ნუ საერთო ჯამში კარგი დღე იყო, დამღლელი, მაგრამ კარგი :) ძალიან მომწონს ეს სტუდენტობა :D :D :D

6 comments:

Toma said...

სად დაიწყე სწავლა :) რა კარგია :) მეც იმედი მაქვს რომ 2009 წლის შემოდგომიდან შევძლებ დაწყებას (მანამდე ეს დედააფეთქებული ინგლისური თუ ჩავაბარე :D )

Saba said...

Monroe College :) New Rochelle, NY :)

რაზე აპირებ შენ? :)

Toma said...

Work and Organization Psychology

ესიგი, უკვე არაფერი მაინტერესებს, რეალურად მეცოდინება თუ არა ენა არ მადარდებს, ოღონდაც კი ეს ფურცელი ავიღო. უნივერში მაინც უკეთესად ისწავლი ვიდრე ენის ჯგუფში !

Saba said...

არ გირჩევ.

ჯერ ერთი ძალიან ძნელია ამათზე "ყურის გატეხვა" – ინგლისურს ფაქტიურად ვსხლავ :D პახოდუ წელიწადი სრულდება რაც აქ ვარ და ხანდახან ვერ ვიგებ ხოლმე რაღაცებეს მიანც, განსაკუთრებით აქაური სტუდენტებისგან, თავის სლენგზე და შემოკლებული ტერმინებით, რომ ბაზრობენ.
მეორეც თექსთ ბუქებიც საკმაოდ მძიმე ენითაა დაწერილი :)

Toma said...

ინგლისურად არ ვაპირებ სწავლას :D
უბრალოდ შესატანი საბუთებისათვის ერთ ერთი მნიშვნელოანი საბუთია.
თან მე მცირედი გრამატიკული პრობლემები მაქვს თორემ რასაც ვკითხულობ ყველაფერი მესმის :)

მაგ, არტიკლის პრობლემა მაქვს. რაც Tავი მახსოვს სულ :D

Anonymous said...

გენათალე... :უსერ: