Thursday, November 27, 2008

მადლიერების დღე – Thanksgiving Day

მადლიერების დღე არის დღესასწაული რომლის დროსაც მოსავლიანობისათვის უხდიან ბუნებას მადლობას, ასევე ზოგადად მადლიერების გამოხატვის დღეა, ნებისმიერი ადამიანის ან თუნდაც სხვა არსების მიმართ. ეს დღე აღინიშნება კანადაში და აშშ–ში, სხვა და სხვა დროს. კანადაში – ყოველი ოქტომბრის, მეორე ორშაბათს. აშშ–ში – ყველი ნოემბრის, მეოთხე ხუთშაბათს (წელს იყო 27 ნოემბერი).

ამ დღესასწაულის გაჩენასთან დაკავშირებით სხვა და სხვა ვერსიებია. ერთი მოგვითხრობს „პილიგრიმების“ (რომლებიც “Mayflower”–ით ჩამოვიდნენ ახალ მიწაზე) და ადგილობრივი ტომების შეხვდერაზე და დამეგობრებაზე. თუმცა ბევრი ადამიანი ამბობს რომ ეს მითია და მოგონილია იმისთვის, რომ ამერიკელებმა თავიანთი ბრალი გადაფარონ ინდიელებთან მიმართებაში. მეორე ვერსია არის ფრანგ ემიგრანტებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ ფლორიდაში 1564 წლის ივნისსში, დასახლდნენ აქ და კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარეს ადგილობრივ ტომებთან. ასევე არის სხვა ვერსია რომლის მიხედვითაც პირველი „მადლიერების დღე“ აღინიშნა 1565 წლის 8 სექტემბერს, როდესაც ერთმანეთს ესპანელი მოგზაურები და ტიმუკუას ტომის ინდიელები შეხვდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ ამ ხალხმა თვითონ არ იცის რას აღნიშნავს და რატომ, მეც დიდად არ შემიწუხებია თავი ამაზე ინფოს მოძიებით, საბოლოოდ რომ დაადგენენ მერე გავიგებთ მაინც. რაც არ უნდა იყოს ძალიან ლამაზი დღესასწაულია და ყველას მაგრად უყვარს.




„მეისის“ აღლუმი – Macy’s Thanksgiving Day parade

დღეს იყო დიდი აღლუმი, „მეისის“ აღლუმი რომელიც 1924 წლიდან ტარდება, ყოველ „მადლიერების დღეს.“ პირველად ეს აღლუმი „,მეისის“ თანამჩრომლებმა ჩაატარეს რომლებიც პირველი თაობის ემიგრანტები იყვნენ და თავიანთი, ახალი, ამერიკული ცხოვრების აღსანიშნავად გადაწყვიტეს აღლუმის ჩატარება. აქედან ჩაეყარა საფუძველი ამ დიდ ტრადიციას. 1927 წლიდან აღლუმში იყენებენ დიდ ბუშტებს, რომლებსაც ანიმაციური ფილმების გმირების ფორმები აქვს. პირველი ბუშტი რომელიც გამოიყენეს იყო „კატა ფელიქსის“ ფორმის. წელს გამოყენებული იქნა: სპილო ჰორტონი, ბაზ ლაითიარ ( Lightyear და არა ბაზ შუქურა (lighter) როგორც ეს ბევრს გონია smile.gif)))) ) და სმარფი (Smurf).


აღლუმის მარშუტი თავიდან 6–ნახევარ მილს მოიცავდა, იწყებოდა 145–ე ქუჩიდან (ჰარლემი) და მთავრდებოდა „ჰერალდ სქუერთან.“ ახლანდელი მარშუტი არის 2–ნახევარი მილი, მარშუტის შეკვეცეს 1945 წელს მას შემდეგ რაც ტელეკომპანია NBC–მ დაიწყო აღლუმის ტრანსლიაცია. ახლა ის იწყება 77–ე ქუჩისა და ცენტრალური პარკის კუთხეში და გრძელდება 34–ე ქუჩამდე.
აღლუმში მონაწილეობენ სხვა და სხვა სკოლების ორკესტრები, ცნობილი მომღერლები, ბროდვეის შოუები.
აღლუმი იწყება დილის 9 საათზე და მთავრდება შუადღის 12–ზე.



მე სახლში ვუყურე პირდაპირ ტრანსლიაციას, რა საკვირველია კარგი იქნებოდა, რომ დავსწრებოდი, მაგრამ კარგი ადგილების დაკავება თუ გინდა დილის შვიდის ნახევარზე უნდა წახვიდე იქ და ისიც თუ გაგიმართლებს წინა რიგებში შეიძლება მოხვდე – განსაკუთებით 34–ე ქუჩაზე (მეშვიდე და მეექვსე ავენიუების შორის) სადაც აღლუმის მონაწილეები ჩერდებიან და წარმოდგენებს მართავენ.





ინდაური

მადლიერების დღის სურფრაზე ტრადიციულად უნდა იდოს შემწვარი ინდაური. ამის გამო „მადლიერების დღეს“ ხანდახან „ინდაურის დღესაც“ უწოდებენ. სტატისტიკური მონაცემებით, 2003 წელს, აშშ–ში, 269 მილიონი ინდაური იქნა გაზრდილი, აქედან 1/6 დაკლული იქნა „მადლიერების დღისათვის.“







მადლიერების დღე ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში


ნუ სიმართლე რომ ვთქვა ბევრი არაფერი ვიცი :) ჩემთვის პირადად ერთი ჩვეულებრივი დღეა, კიდევ ერთი საბაბი საქეიფოდ და დასალევად :) აქაურებისთვის კი ვიცი რომ ერთ–ერთი საყვარელი და მნიშვნელოვანი ოჯახური დღესასწაულია, სადღესასწაულო სადილითა და ტრადიციული ინდაურით, ერთმანეთის მიმართ მადლიერების გამოხატვით. მეორე დღეს კი (პარასკევს ანუ) ოფიციალურად იხსნება საშობაო სეზონი საყიდლებზე და ყველა შოპინგზე მიდის – ეს რაღაც ტრადიციასავითაა :) შავ პრასკევს უძახიან ამ დღეს, იმიტომ რომ მეორე ადგილზეა საშოფინგოთ გასული ხალხის რაოდენობით (პირველზე შობის წინა დღე დგას :) )



გილოცავთ „მადლიერების დღეს“ და მადლობას გიხდით ამ წერილის წაკითვისთვის.

3 comments:

Anonymous said...

ისტორია კარგია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში რა ხდება მაგ დღეს?

Anonymous said...

ჰეჰ :) მაგარია..
ცაცკალი ინდაურები მეცოდებიან ოღონდ.. მაგრამ ისე, ვირტუალურად :) ანუ როდესაც ჭამაზე მიდის საქმე, იმ დროს, რატომღაც, აღარ მახსენდება, რომ მეცოდებიან :გივი:
ხოოოდა, აღლუმზე კიდევ.. გააღვიძე შენში ქართული გენი, ბავშვიანი ვარ–თქო და ყველას წინ ჩაუდექი თავხედურად :გივი:

kexi said...

ლოლ რა კაცი ხარ საბ, ამხელა რაღაცის წერა ინდაურზე არ დაგეზარა? :)

ისე ყველაზე პოპულარული პრაზნიკია ეგ ჰო? არარსებობს კინო რო ეგარ ახსენონ და რაღაც ოჯახებით ემზადებიან და მთელი ამბები, ნუ ჩვენთან ახალწელს როპა დაახლოებით ეგ პონტია რა, საცივი რო უნდა იდოს და ყველა ოჯახის წევრი სახში რო უნდა იყოს რა :)